ქართული ჩოგბურთი
ქართველთა ტრიო ფედერაციის თასზე აღზევდა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა 2008 წლის შემდეგ I ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. ქაიროში ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ნორვეგიის (3:0), ლატვიისა (2:1) და თურქეთის (3:0) გუნდები, ნახევარფინალში კი A ჯგუფის მეორეადგილოსანი მოტენეგროს 3:0 სძლია.

ქართველი ჩოგბურთელების დამრიგებელმა ლალი ზერეკიძემ ეგვიპტეში მხოლოდ სამი გოგონა – ანა ტატიშვილი (მსოფლიოს 85-ე ჩოგანი), სოფო შაფათავა (267) და სოფო ქვაცაბაია (377) იახლა და არც შემცდარა. ქართველთა სამეულმა მიზანს სირთულეების გარეშე მიაღწია.

მეორე ნახევარფინალში თურქეთმა სამხრეთ აფრიკას ასევე 3:0 მოუგო და ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში ქართველებთან ერთად აღზევდა. საქართველომა და თურქეთმა ზედა დონეზე ესტონეთი და საბერძნეთი ჩაანაცვლეს და გაისად მეტოქეებად ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ხორვატია, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჰოლანდია, ლუქსემბურგი და მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი-ოფებში დამარცხებული ორი გუნდი ეყოლებათ










კომენტარის დამატება
  • Richie

  • 23 აპრილი 2012 12:17
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
აუ ტატიშვილი მაგარია მაგრად მევასება რა winked