Image

ჯოკოვიჩი დავიდენკოს დაუპირისპირდება

ამერიკის ღია პირველობა 03-სექ, 17:489 Sportnews 3130


















"US Open"-ს მიმდინარე ტურნირში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი განაგრძობს მეტოქეების განადგურებას. ამჯერად მან კარლოს ბერლოკომი გაანადგურა.

ხუთშაბათს ტურნირის მეორე წრეში 24 წლის სერბი 74-ე ადგილზე მყოფ არგენტინელ 28 წლის კარლოს ბერლოკომს შეხვდა და შავი დღე აყარა. არგენტინელმა შეხვედრაში მხოლოდ ორი გეიმის მოგება შეძლო და შეხვედრაში 6:0; 6:0; 6:2 დამარცხდა.

შემდეგ ეტაფზე გავიდა ასევე 39-ე ადგილზე მყოფი 30 წლის რუსი ჩოგბურთელი ნიკოლაი დავიდენკო, მანაც ჯოკოვიჩის მსგავსად სამ სეტში დაამარცხა მეტოქე, მაგრამ სერბისგან განსხვავებით ეს უფრო რთულად შეძლო 6:2; 6:4; 7:5.

ახლა კი ტურნირის 1/8 ფინალში სწორედ ეს ორი ჩოგბურთელი შეხვდებიან ერთმანეთს. სერბი და რუსი ჩოგბურთელი აქამდის 6 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სერბის სასარგებლოდ ანგარიში 4:2, სავარაუდოა, რომ ჯოკოვიჩის უპირატესობა კიდევ ერთით გაიზრდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (299)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა