როგორია ალექს მერკვილაძის ამერიკული ცხოვრება ? - ინტერვიუ ახალგაზრდა კალათბურთელთან

ექსკლუზივი 11-მარ, 00:179 crash 1973 0






როგორია ალექს მერკვილაძის ამერიკული ცხოვრება ? - ინტერვიუ ახალგაზრდა კალათბურთელთან


Esport.ge ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს, ალექსი მერკვილაძეს გაესაუბრა. მერკვილაძე ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ახალგაზრდაა, რომელიც ამჟამად ამერიკაში თამაშობს. ის ზაზა ფაჩულიას რჩეულია და ექსპერტების განცხადებით, მას დიდი მომავალი აქვს.

ალექსიმ მის ამერიკულ ცხოვრებასა და კარიერაზე მოგვიყვა :

" 14 წლის ვიყავი პირველად ამერიკაში რომ ჩამოვედი და უკვე 2 წელია,რაც კალიფორნიაში ვცხოვრობ. ვერ ვიტყვი რომ ჩემი პირველი პერიოდი აქ ყოფნის წარმატებული იყო. ძალიან გამიჭირდა შეგუება : კალათბურთის ახალი სტილი, სწავლის ახალი წესი,უცხო ადამიანები და გაუგებარი ინგლისური ენა.მთლიანად დამშალეს და თავიდან ამაწყვეს .თუმცა ადაპტაციამ მალევე ჩაიარა. წლევანდელი წელი გაცილებით წარმატებულად დაიწყო, ვსწავლობ და ვთამაშობ Modesto Christian High School-ში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს კალიფორნიაში. გუნდში ყველაზე პატარა ვარ , მიწევს 1-2 წლით უფროსებთან ერთად ვარჯიში,თუმცა მიუხედავად ამისა, მწვრთნელები დიდ იმედებს ამყარებენ ჩემზე და საუბრობენ,რომ ერთ-ერთ ყველაზე ტალანტის მქონე განვითარებადი და დიდი მომავლის მქონე კალათბურთელი ვარ. ახლა ჩემი გუნდი D1 Section - ის ჩემპიონი გახდა. ძალიან დიდი ბრძოლა და შრომა დაგვჭირდა ამისთვის,თუმცა ყველაფერი ჯერ ამით არ დამთავრებულა. ტარდება კალიფორნიის შტატის ჩემპიონატი და გრძელდება ბრძოლა ბეჭდისთვის.პირველი თამაში მოვიგეთ დაგვრჩა 3 და დიდი იმედი მაქვს შტატის ჩემპიონებიც გავხდებით და ეს პირველი ბეჭედი იქნება ჩემთვის "


როგორია ალექს მერკვილაძის ამერიკული ცხოვრება ? - ინტერვიუ ახალგაზრდა კალათბურთელთან


"ამ გუნდის გარდა წელს მივიღე ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე სასიხარულო შემოთავაზება ჩაკ ჰეისის AAU-ის გუნდიდან. ჩაკ ჰეისი NBA-ს კალათბურთელი იყო ახლა კი AAU-ის სპონსორია .ყოველი სეზონის მერე სხვადასხვა ქალაქიდან კრებს საუკეთესო ბავშვებს მისი გუნდისთვის და აპრილი ივნისის პერიოდში გაყავს საასპარეზოდ უკვე შტატებს შორის ჩემპიონატში. ჩაკ ჰეისის გუნდი Gold Division-ის წევრია,რაც ამერიკაში ყველაზე მაღალ და ელიტარულ კალათბურთს წარმოადგენს.თავიდან არ მჯეროდა, მოწვევა მეც რომ მომივიდა ძალიან გამიხარდა.სეზონის დასრულებისთანავე მივფრინავ დალასში . თამაშები გვექნება ასევე ლოს -ანჯელესში,ნიუ იორკსა და ლას ვეგასში. ნიუ იორკსა და ლას ვეგასში სამწუხაროდ მე ვერ დავრჩები იმიტომ,რომ ვბრუნდები საქართველოში ,ვივარჯიშებ 16 წლამდელთა საქართველოს ნაკრებში და მოვემზადები ყველაზე დაძაბული A დივიზიონის თამაშებისთვის,რომლის საგზურიც შარშან მძიმე ბრძოლაძი მოვიპოვეთ ბიჭებმა. საქართველოში ჩამოსვლამდე კი საკმაოდ დაძაბული რეჟიმი მელის, თუმცა ბედნიერი ვარ , რომ ჩაკ ჰეისი დაგვპირდა წაგვიყვანდა მის სახლში, NBA-ს თამაშებზე და შეგვახვედრებდა ლეგენდარულ კალათბურთელებს "


როგორია ალექს მერკვილაძის ამერიკული ცხოვრება ? - ინტერვიუ ახალგაზრდა კალათბურთელთან


" ამ პერიოდის განმავლობაში მიწევს უკვე ფიქრი თუ რომელ კოლეჯში გაგრძელდება ჩემი სწავლა და კალათბურთი. დაინტერესებულია უკვე რამდენიმე კოლეჯი,თუმცა ჯერ ასაკის გამო ჩემთან პირადად არ მოდიან, ესაუბრებიან ჩემს წარმომადგენლებს , აქაურ ოჯახს და გუნდის მწვრთნელს. კოლეჯისთვის აუცილებელია სწავლაშიც კარგი ქულები გყავდეს. წელს ჩემი შედეგი აქაც გავაუმჯობესე და მაქსიმუმამდე ავწიე .GPA უკვე 4.0 -ია, რაც მაქსიმალური რაოდენობაა. კიდევ 2 წელი დამრჩა სკოლაში და იმედი მაქვს კიდევ ბევრი კოლეჯი შემომთავაზებს , საშუალება რომ მომეცეს ავარჩიო საუკეთესო . დღეს-დღეისობით ასევე სკოლამ დამასახელა საუკეთესო უცხოელ სტუდენტად და უკვე მომავალი კვირიდან სკოლის სარეკლამო კამპანიაში ვიღებ მონაწილეობას . გაკეთდება ვიდეო რგოლები და ინტერვიუები. ცოტატი ვნერვიულობ,ეს რაღაც ახალი იქნება ჩემთვის მაგრამ შევეცდები ყველაფერმა კარგად ჩაიაროს "


როგორია ალექს მერკვილაძის ამერიკული ცხოვრება ? - ინტერვიუ ახალგაზრდა კალათბურთელთან


"აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ზაზა ფაჩულიას,რომლის მხარდაჭერაც ყოველთვის მაძლიერებს და სტიმულს მაძლევს. მაქვს დიდი გეგმები როგორც ამერიკაში,ასევე საქართველოში. მიუხედავად იმისა რომ ნელ-ნელა უფრო შემცირდება ჩემი საქართველოში ვიზიტის პერიოდი ამერიკაში თამაშების გამო , მე მაინც საქართველოს ნაკრებს ვანიჭებ უპირატესობას და იმედს ვიტოვებ A დივიზიონშიც ჩვენს სახელს დავტოვებთ, ამისტვის კი ძალიან დიდი შრომა იქნება საჭირო. "



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018