Image

გიორგი ჩოჩიშვილი - პერსპექტიული მეკარე დიდი მიზნებით

ექსკლუზივი 11-მარ, 14:129 crash 573


გიორგი ჩოჩიშვილი - პერსპექტიული მეკარე დიდი მიზნებით


Esport.ge გთავაზობთ მორიგ ინტერვიუს, ამჯერად პერსპექტიულ ფეხბურთელთან, გიორგი ჩოჩიშვილთან. გიორგიმ საკუთარ კარიერაზე მოკლედ მოგვიყვა :

თამაში დავიწყე საფეხბურთო კლუბ ოლიმპში, 6 წლის ასაკში. პირველი ჩემი მწვრთნელები იყვნენ ნოდარ ჭელიდზე და ვლადიმერ მუსერიძე. თავიდანვე მინდოდა მეკარის პოზიციაზე თამაში, რადგან ეს ყველაზე კარგად გამომდიოდა. ამის შემდეგ 13 წლის ასაკში გადავედი საფეხბურთო კლუბ საბურთალოში. საბურთალოში დაახლოებით 5 წელი გავატარე და პირველი ჩემი ოფიციალური ტიტული 19 წლამდელთა ოქროს ლიგის მოგება გახდა.


გიორგი ჩოჩიშვილი - პერსპექტიული მეკარე დიდი მიზნებით


სანამ ამ წარმატებას მივაღწევდი, მქონდა ნათამაშები ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ოქროს ლიგის გამარჯვების შემდეგ მქონდა თამაში საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებთან, ხოლო შემდეგ კი რუსეთის. იმავე წელს ზაფულში, გვიწევდა ევროპის ჩემპიონატი. ევროპის ჩემპიონატის წინ გვქონდა შეკრება ბულგარეთში, სადაც ბულგარეთის ნაკრებს შევხვდით და სამივე თამაშში მივიღე მონაწილეობა.


გიორგი ჩოჩიშვილი - პერსპექტიული მეკარე დიდი მიზნებით


ჩემს კარიერაში ყველაზე დასამახოვრებელი ეპიზოდი გახლდათ ევროპის ჩემპიონატი. ამ ჩემპიონატმა ძალიან ბევრი რამ შემმატა. მე ვთვლი, რომ ამ ჩემპიონატზე თავები კარგად წარმოვაჩინეთ, რამაც განაპირობა რამდენიმე ფეხბურთელის უცხოურ გუნდში გადასვლა, მათ შორის ჩემიც. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩემს მიმართ ინტერესი ბევრმა გუნდმა გამოიჩინა, მაგრამ ყველაზე მისაღები პრაღის სლავია გახლდათ. მათ წინადადებას დავთანხმდი და სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ამჟამად სლავიას საკუთრება ვარ, თუმცა დროებით სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის გუნდ ვიონში ვთამაშობ, რათა გამოცდილება დავაგროვო და სლავიას ძირითადი მეკარის სტატუსისთვის ვიბრძოლო. ამ ეტაპზე ჩემი მიზანია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარის სტატუსის მოპოვება, რასაც აუცილებლად შევძლებ. ამჟამად ვემზადები დიდი გამოწვევებისთვის.


გიორგი ჩოჩიშვილი - პერსპექტიული მეკარე დიდი მიზნებით

გიორგი ჩოჩიშვილი - პერსპექტიული მეკარე დიდი მიზნებით


Esport.ge წარმატებებს და კარიერულ წინსვლას უსურვებს ახალგაზრდა მეკარეს !


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა