როგორია მეფარიძის ამერიკული ცხოვრება ? - ექსკლუზიური ინტერვიუ პერსპექტიულ ჩოგბურთელთან

ექსკლუზივი 13-მარ, 12:339 crash 1825 0





როგორია მეფარიძის ამერიკული ცხოვრება ? - ექსკლუზიური ინტერვიუ პერსპექტიულ ჩოგბურთელთან


Esport.ge ახალგაზრდა ჩოგბურთელ, შოთი მეფარიძეს დაუკავშირდა. მეფარიძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჩოგბურთელად ითვლება, რომელიც ამჟამად ამერიკაში ასპარეზობს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს :

- როდის დაინტერესდი სპორტის ამ სახეობით ?

ჩოგბურთის თამაში დავიწყე საკმაოდ პატარა ასაკიდან ალბათ ასე 5 წლის ვიქნებოდი. ეს მარტო ჩემი ინიციატივა არ ყოფილა. მე ძირითადად ბაბუაჩემის და დეიდაჩემის გამო დავიწყე თამაში. ჩემი ბაბუა გურამ თოხაძე დამსახურებული მწვრთნელი იყო, რომელმაც გაზარდა არაერთი ძალიან წარმატებული სპორტსმენი მათ შორის ლეილა მესხი, მაკა ჩახნაშვილი, ირაკლი უშანგიშვილი და მრავალი სხვა. ასევე დეიდაჩემი ეკატერინე თოხაძე, რომელიც ასევე ჩოგბურთელი იყო და ჩემი პერსონალური მწვრთნელი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში.


როგორია მეფარიძის ამერიკული ცხოვრება ? - ექსკლუზიური ინტერვიუ პერსპექტიულ ჩოგბურთელთან


- შენს კარიერულ მიღწევებზე რას გვეტყვი ?

10 წლის რომ გავხდი დავიწყე საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა და 8 წლის განმავლობაში 30 - ზე მეტ ქვეყანაში წარვადგინე საქართველო. ჯუნიორებში საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა და ბევრ ტურნირში გავიმარჯვე. ვარ 2 გზის საქართველოს ჩემპიონი და 18 წლამდე მსოფლიოში 100 - ეულში ვიყავი. დიდი სლემის ტურნირზეც უიმბლედონზეც მოვხვდი.


- შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა ამერიკაში ?

17-18 წლის რომ ვიყავი გადავწყვიტე ამერიკაში წამოვსულიყავი და მიმეღო უმაღლესი განათლება და თან მეთამაშა პირველი დივიზიონის ჩოგბურთის გუნდში. ეს იყო ალბათ ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება. როცა ამერიკაში ჩამოვედი, თავიდან ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია შეათავსო უნივერსიტეტის დონის სწავლა და უმაღლესი დონის ვარჯიშები ერთმანეთს. იმდენად დაკავებული ვიყავი სანამ მივეჩვევოდი ამ რეჟიმს, ზოგჯერ ძილის დროც არ მრჩებოდა.


როგორია მეფარიძის ამერიკული ცხოვრება ? - ექსკლუზიური ინტერვიუ პერსპექტიულ ჩოგბურთელთან


როგორია მეფარიძის ამერიკული ცხოვრება ? - ექსკლუზიური ინტერვიუ პერსპექტიულ ჩოგბურთელთან


- რა გეგმები გაქვს ?

ამჟამად ვსწავლობ University of Arizona - ში ფინანსებს და ენტრეპრენიურშიპს და რა თქმა უნდა ვთამაშობ ჩოგბურთს. ახლა სეზონში ვართ და ვემზადებით ამერიკის ჩემპიონატისთვის, რომელიც არის მაისში. ნაკრებთან დაკავშირებით 2013- ში ვიყავი მისი წევრი და ვითამაშე კიდევაც ნორვეგიის გუნდის წინააღმდეგ და იმის მერე ამერიკაში ჩამოვედი და ფიზიკურად ვეღარ ვახერხებდი ნაკრების თამაშებზე ჩამოსვლას. სამომავლოდ ვაპირებ ჩოგბურთის გაგრძელებას. ამ სემესტრის მერე ვივარჯიშებ დამოუკიდებლად და სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებ აქ ვიქნები, მერე უკვე გადავწყვიტავ რა ჯობია და როგორ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018