Image

" მიზნის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო" - საფრანგეთში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველი მორაგბე

ექსკლუზივი 16-მარ, 19:479 crash 3958


" მიზნის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო" - საფრანგეთში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველი მორაგბე


ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ლაშა მჭედლიძეა, სპორტსმენი წლების განმავლობაში "ლელო-სარასენსის" ღირსებას იცავდა, ახლა კი საფრანგეთში ასპარეზობს, კერძოდ ელიტური "ფედერალ 1" ის გუნდ "ობონაში". გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ მორაგბესთან.

როდის გადადგი პირველი ნაბიჯები ამ სპორტისკენ ?

"პირველი ნაბიჯები 2007 წელს იყო, მაშინ როდესაც 12 წლის ვიყავი და საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ჩემი მეზობლები და მეგობრები დადიოდნენ რაგბზე კორპუსის უკან, დიდ დიღომში, ძველ ხრიოკ ადგილ-ადგილ ამოსულს ბალახიან ფეხბურთის მოედანზე. თავიდან 10-15 ვიყავით, შემდეგ "უბნიდან" გვემატებოდნენ ბავშვები და ასე გაკეთდა პატარა გუნდი. პირველი მწვრთნელები ბესო ბროლიძე და ზეზვა ქავთარაძე იყვნენ. ბავშვობიდან სიმსუქნისკენ მქონდა მიდრეკილება , რა სპორტი არ ვცადე და ცადეს მშობლებმა დაკლების მიზნით: კალათბურთი, ძიუდო, ქართული ცეკვა, მაგრამ მაინც ოვალური ბურთი შემიყვარდა. ადვილად შევეჩვიე და დღემდე მივყვები ჩემს გზას. 10 წელი ერთ გუნდს "ლელოს" და აწ უკვე 3 წელია "ლელო-სარასენსს" ვემსახურე. ამჟამად აქ ვარ საფრანგეთში, თავსაც მშვენივრად ვგრძნობ უცხო გარემოში და ახალ გამოწვევებში."


ოდესმე გინანია გადაწყვეტილების მიღება ?

"თავიდავნე ვიცოდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც მეგობრებს დავუჯერე და ვარჯიშზე გავყევი. იმ საძმაკაცოდან მხოლოდ ორნი დავრჩით ვინც რაგბს გავყევით, მე და თორნიკე ბუბუტეიშვილი , "ბუბუტა". 15 წლიდან როდესაც უკვე "ბ" ლიგის ასაკი კარგად ჩავამთავრეთ, მესამე ადგილზე გავედით იმ გათამაშებაში და 8 ლელო დავდე, მაქედან დაიწყო საფრანგეთში თამაშზე ოცნებები , თუმცა მარტო ოცნება არაფერს არგებს კაცს თუ ხელი არ შეაშველე თავდაუზოგავი შრომით. სტაბილურობას ვერ ვაღწევდი, წონის მხრივ ცოტას მოვიკლებდი, მერე ისევ მოვიმატებდი, მერე ისევ დავიკლებდი, ისევ მოვიმატებდი და ასე დიდხანს, დაახლოებით 5 წელი გრძელდებოდა, მაგრამ მერე ჩემ თავს ვუთხარი, თუ ეხლა კვებას არ დაარეგულირებ, ბევრს არ ივარჯიშებ და უბრალოდ ცხოვრების დინებას გაყვები, შენს ოცნებას ვერასდროს აქცევ რეალობად და ჯობია ეხლავე წახვიდე ამ სპორტიდან მეთქი და მაქედან დაიწყო ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა. ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა ჩემი ოჯახი, ასევე ამ მხრივ საკმაოდ დიდი სამუშაო მწვრთნელებმა გასწიეს."


" მიზნის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო" - საფრანგეთში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველი მორაგბე


როგორ მიდის შენი ამჟამინდელი კარიერა ?

"ამჟამად ვარ საფრანგეთში, ელიტური "ფედერალ 1" ის გუნდ ობონაში. პატარა რეგიონია, მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისია. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა თემურ გელანტიას, ვისი დახმარებით და მონდომებით აქ მოვხვდი. მადლობა მის ოჯახს, რომ ასე თბილად მიმიღო. "


რა გეგმები გაქვს მომავალში ?

"გეგმებს რაც შეეხება, სპორტსმენისთვის აუცილებელია კონკურენცია და გამოწვევები. პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ სხვა სპორტსმენის. შენ თუ შეძლებ რომ საკუთარ თავს შეეჯიბრო და გაიმარჯვო, მაშინ შენ ყველას დამარცხება შეგიძლია ...... ყველა სპორტსმენი ოცნებობს დიდ და სახელოვან კარიერაზე, მაგრამ ისევ გავმეორდები და ვიტყვი რომ შრომის, წვალების, სირთულეების გადალახვის და საკუთარ თავზე გამარჯვების გარეშე წარმატების მთაზე ვერ ავალთ. ასევე ცოტა გამართლებაც და იღბალიც აუცილებელია."


ჩვენს ნაკრებზე რას იტყვი ? შენი აზრით, დროა საქართველომ 6 ერში შეაბიჯოს ?

"ამაზე საუბარი ადრეა, ჯერ ჩვენ დამაჯერებლად უნდა ვაჯობოთ იაპონიას, სამოას, ტონგას, კანადას და ამერიკის შტატებს. ვიცი, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ და უმოკლეს დროში გვინდა ყველაფერი , ამის სურვილს კი პირველ რიგში ჩვენი ნაკრების კარგი თამაში გვაძლევს, მაგრამ ჯერ მათ დონემდე მისასვლელად წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ."


Esport.Ge წარმატებას უსურვებს ლაშა მჭედლიძეს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში მის პირად წარმატებებზე ბევრი წერა მოგვიწევს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (130)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]