ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის გრან პრის სპეციალური სტატია მიუძღვნა

ექსკლუზივი 26-მარ, 17:409 GioToServe 497 0






ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის გრან პრის  სპეციალური სტატია მიუძღვნა




მათი დამარცხება ყოველთვის რთულია, მაგრამ მომავალი კვირის ბოლოს, ეს დავალება კიდევ უფრო გართულდება. რაღა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს ქართველი სპორტსმენების შესახებ.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ძიუდოს ტური სწორედ საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩატარდება. ყოველწლიური გრან პრი 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

მამაცი მებრძოლებით დახუნძლული საქართველო სპორტის სექტორში და განსაკუთრებით ძიუდოში, ფასეულ მემკვიდრეობას ფლობს.

მართალია, საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს ითვლის, ქვეყნის ფართობი კი 70,000 კვადრატული კილომეტრია, მაგრამ მათ ძიუდოს მსოფლიო სარბიელზე სახელი მნიშვნელოვნად გაითქვეს.

ათწლეულების განმავლობაში, ძიუდო ეროვნულ დონეზე სწრაფად ვითარდებოდა. აღნიშნული წარმატების ზუსტი ფორმულის დასახელება გაჭირდება, მაგრამ მათ ქვეყნის ისტორია - გამუდმებული ბრძოლები და სირთულეები, შეზავებული მემკვიდრეობით კულტურასა და საბრძოლო ხელოვნებებთან, ჭეშმარიტი ქართული ძიუდოს ჩამოყალიბებისათვის მთავარ მამოძრავებელ ძალას უნდა წარმოადგენდეს.

რაც შეეხება ძიუდოს ქართულ სკოლას, უნდა ითქვას, რომ მათი კულტურისა და ძიუდოს ლოკალიზება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში არ მომხდარა. საზღვარგარეთ, არაერთი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. ასე მაგალითისათვის, შეგვიძლია დავასახელოთ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ილიას ილიადისი. მართალია, იგი საბერძნეთის დროშიც ასპარეზობს, მაგრამ საქართველოში, კერძოდ კი კახეთში დაიბადა.

დავუბრუნდუთ თბილისს, სადაც პარასკევს, 200 სპორტსმენი პრესტიჟული ჯილდოს - გრან პრის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რომელსაც თავის მხრივ, ხანგრძლივი ისტორია აქვს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მთავარმა მდივანმა და საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან-ლუკ რუჟმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა მაგალითი თბილისის ჩემპიონატისგან აიღო, რომელმაც 1970 წლებში ძიუდოს სამყაროს ყურადღების მიპყრობა მოახერხა. რამდენიმე წლის წინ, ტურნირი საერთაშორისო ასპარეზზე უკვე გრან პრი გახდა. შესაბამისად, ლოგიკური და სრულიად დამსახურებული იყო მისი საერთაშორისო ძიუდოს ოჯახში შეყვანა.

მომდევნო კვირების განმავლობაში, დიდი შანსია არაერთხელ გაჟღერდეს ქართული ჰიმნი.

ქართველი სპორტსმენები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ასახელონ თავიანთი ქვეყანა. ქართულ დელეგაციას წარმოადგენენ ამირან პაპინაშვილი (60 კგ - მსოფლიო რეიტინგი - 5), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ - მსოფლიო რეიტინგი - 3), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ - მსოფლიო რეიტინგი - 5), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ - მსოფლიო რეიტინგი - 2), გურამ თუშიშვილი (100+კგ - მსოფლიო რეიტინგი - 2) და სხვები.

თბილისში ყველა გამოჩენილი ქართველი ძიუდოისტი შეიკრიბება, როგორც უკვე აღიარებული ლეგენდები, ასევე მომავალი გმირები. ამჯერად, ქართველი სპორტსმენები გულშემატკივართა გახარებას მშობლიურ მხარეში შეეცდებიან.

თუკი რამდენიმე წლის წინ, ქართულმა ძიუდომ მხოლოდ მამაკაცი ძიუდოისტებით გაითქვა სახელი, წლევანდელ გრან პრიზე 12 ახალგაზრდა ქალბატონი იასპარეზებს. ქალთა ძიუდოს სკოლა იზრდება და ვითარდება.

სხვა დელეგაციებთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანიც იასპარეზებს, რომელმაც სექტემბერში, ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადება უკვე დაიწყო.

ამასთან, ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, რუსეთი და ყაზახეთი, რომელთაგანაც თითოეული ქვეყანა, როგორც მინიმუმ 15 სპორტსმენს წარადგენს.

ძიუდოს სამყაროში, არაერთი სიურპრიზი ხდება ხოლმე, ამიტომ ყურადღებით მივადევნოთ თვალი 2018 წლის თბილისის გრან პრის და ვუგულშემატკივროთ ჩვენ ბიჭებს!



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018