გიორგი მამუჩიშვილი "ველკე ჰამრიში" იასპარეზებს

ექსკლუზივი 08-აპრ, 21:309 Sportnews 1550 0






გიორგი მამუჩიშვილი "ველკე ჰამრიში" იასპარეზებს


გიორგი მამუჩიშვილზე პირველად რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება ჩეხეთში გადაწყვიტა და მცირე დრო "ჰრლადეც კრალოვეში" დაჰყო.

მაშინ ფეხბურთელი ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ძალიან მოსწონს იქაური პირობები და გუნდშიც საკმაოდ კარგად მიიღეს. გიორგიმ "ჰრლადეცის" შემადგენლობაში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ოფიციალურ მატჩებში თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა.

ამიტომ გუნდის და ფეხბურთელის საერთო შეთანხმების შემდეგ გიორგიმ ახალი გუნდში გადაწყვიტა გადასვლა, კერძოდ "ველკე ჰამრეში" , სადაც მამუჩიშვილმა უკვე პირველი ოფიციალური შეხვედრაც ჩაატარა.

გიორგიმ ჩვენთან საუბრისას მისი ამჟამინდელ მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, ასევე დავინტერსდით თუ არის შესაძლებელი, რომ კვლავ საქართველოში დაბრუნდეს.

"ველკე ჰამრი" ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომელიც ქვედა ლიგის გუნდია, ჩვენ პირველ ადგილზე ვიმყოფებით, მიზანი ჩემპიონობაა და ზედა ლიგაში გადასვლაა, გუნდს ამისთვის ყველა პირობა აქვს"

"ჰამრიში თამაშობს ასევე საკმაოდ გამოცდილი მეკარე კობა კობახიძე, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ჩეხეთში ასპარეზობს"

"ჩემი ახლანდელი სურვილი ამ გუნდში თავის დამკვიდრება და ჩემპიონობის მოპოვებაა, რა თქმა უნდა, დაინტერესების შემთხვევაში განვიხილავ ქართული გუნდების წინადადებასაც და საქართველოში დაბრუნებაც შესაძლებელია, მაგრამ ვიმეორებ ამჟამად მთლიანად ჩეხური გუნდის წარმატებაზე ვარ ორიენტირებული"
-აცხადებს გიორგი მამუჩიშვილი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018