საბა მურღულია - ნიჭიერი კალათბურთელი დიდი მიზნებით

ექსკლუზივი 11-აპრ, 12:009 crash 1963 0






საბა მურღულია - ნიჭიერი კალათბურთელი დიდი მიზნებით


საბა მურღულია ერთ-ერთ უნიჭიერეს და პერსპეტქიულ ახალგაზრდა კალათბურთელად ითვლება. Esport.ge კი მისით დაინტერესდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

პოზიცია: 1,2 ნომერი
დაბ.თარიღი : 2003.02.16
სიმაღლე :189 სანტიმეტრი
წონა : 74 კილო

- როდის დაინტერესდი სპორტის ამ სახეობით ?

2010 წლიდან იწყება ჩემი საკალათბურთო ცხოვრება. ჩემი დის ოცნება იყო მეთამაშა ეს სპორტი და სწორედ მისი ინიციატივით, 7 წლის ასაკში პირველად ავიღე ბურთი ხელში. ბავშვობიდან ძალიან კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს და უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე კალათბურთი. მაგრამ ერთმა დღემ მთლიანად შეცვალა ჩემში ყველაფერი. საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშზე დასთან ერთად ვიყავი წასული და ემოციები, რომელიც იქ განვიცადე, არასოდეს არ დამავიწყდება. მინდოდა, მეც მეთამაშა იმ მოედანზე საქართველოსთვის და საქართველოს სახელით, რომ ტრიბუნებიდან მსგავსი თბილი მუხტი მეც მიმეღო ხალხისგან. ეს მისწრაფება არ გამნელებია დღემდე, დაუღალავად ვიბრძვი და ვშრომობ რომ ვითამაშო დიდი კალათბურთი.


- შენს პირველ მიღწევებზე რას გვეტყვი ?

2014 წელს, რუსთავში , გაიმართა ადგილობრივი ჩემპიონატი , სადაც საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. 2015 წელსაც დავსახელდი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ. ამ პერიოდიდან უკვე იწყება გუნდის და ჩემი წარმატებები. უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში, ჩემს რუსთაველ მწვრთნელს, დავით მაჭავარიანს. ეს ადამიანი და მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, დღემდე გვერდით მიდგას და ვგრძნობ მის მხარდაჭერას.


- როდის მოირგე პირველად ნაკრების ფორმა ?

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 13 წლის ასაკში გამომიძახეს. ვერ ავხსნი სიტყვებით, როგორ ვნერვიულობდი საქართველოს დროშის ქვეშ თამაშს. ვიცოდი და კარგადაც მქონდა გააზრებული, თუ როგორი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ეს ყოველივე. თავი არ დამიზოგავს, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინე, ამიყვანეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ნაკრების კაპიტანიც გავხდი. ამ შესაძლებლობის მოცემისთვის, ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ალექსი ჯაფარიძეს, სერბ და ხორვატ მწრთნელებს. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში.
ამის შემდეგ უკვე იწყება გასვლები საზღვრებს გარეთ: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ესპანეთის კემპი 2015- 2017 წლებში.


- ესპანურ გამოცდილებაზე რას გვეტყოდი ?

ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ესპანეთის კემპმა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციასა და ,,სასკი ბასკონიას“ მიერ ორგანიზირებული იყო საქართველოში. პირველად გამართულ კემპზე 160 ბავშვიდან არჩეულ იქნა 16 საუკეთესო კალათბურთელი და მეც ვიყავი მათ შორის. მომდევნო წელს, ამავე კემპზე, 75 პერსპექტიული მოზარდიდან შერჩეულ იქნა 16 საუკეთესო და აგვისტოში გავემგზავრეთ ქალაქ ვიტორიაში. წელსაც გაიმართა ესპანეთის კემპი, დასრულდა გუშინ და შედეგებს ველოდებით.


საბა მურღულია - ნიჭიერი კალათბურთელი დიდი მიზნებით


- ვიცით რომ რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო გაქვს მოპოვებული. შეგიძლია გაიხსენო შენი ეს მიღწევები ?

პირველი გასვლა ნაკრებიდან მქონდა ლიტვაში და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დამასახელეს საუკეთესო მოთამაშედ. 2016 წელს, წარმატებული გასვლა უკავშირდება ლატვიას, სადაც ჩემპიონატის TOP 5 მოთამაშეში დამასახელეს. 2017 წელს საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ( EYBL) მეორე წრის სათამაშოდ ლატვიის ქალაქ კანდავაში გავემგზავრეთ. ხუთი გამართული თამაშიდან, სამი მოვიგეთ. მათ შორის ორი რუსული გუნდი- ,,ჩეხოვსკი იასტრების“ და მოსკოვის ,,დინამო“ დავამარცხეთ. ძლიერი დაცვისა და სწრაფმა შეტევაზე გადასვლამ მოგვაპოვებინა ეს გამარჯვებები. ჩვენ ყველაფერი დავდეთ მოედანზე, ვცდილობდით დამაჯერებლად და ხარისხიანად გვეთამაშა. ერთი წამით არ მავიწყდება, სულ მახსოვს, რომ ჩემს უკან ჩემი ოჯახი, საქართველო და ქართველი ხალხია. ამ შემართებამ განაპირობა კვლავ ჩემი MVP-ის ტიტული და EYBL-ის TOP 5 მოთამაშეში შესვლა. უკანასკნელი მიღწევა ნაკრებში იყო ბოლო 6 გასვლა ლატვიაში, ქ. რიგაში სადაც დასანანი ბრძოლა წავაგეთ და ტურის მეორე ადგილოსნები გავხდით.


საბა მურღულია - ნიჭიერი კალათბურთელი დიდი მიზნებით


- ვინ არიან შენთვის მისაბაძი კალათბურთელები ?

მისაბაძი კალათბურთელი: Lebron James და Damian Lillard

- სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე რას გვეტყოდი

დღეს, ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ვთამაშობ და სამომავლო გეგმებიც მასთან დაკავშირებული მაქვს, გადართული ვარ მარტო ვარჯიშზე და ვცდილობ 1 ნაბიჯით მაინც მოვუმატო, ბევრ საერთაშორისო ჩემპიონატების თამაშს ვაპირებთ და ყველანაირად ვეცდები ჩემი მაქსიმუმი დავდო და შედეგიანად დავბრუნდეთ საქართველოში . ისევე როგორც ყველა ქართველი კალათბურთელი, მეც ვოცნებობ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას და ჩემი მიზანია ვითამაშო დიდი კალათბურთი ოკეანის მიღმა. მინდა საქართველო ვასახელო, ყველგან სადაც წავალ მისი სახელი და ღირსება დავიცვა. დიდი იმედი მაქვს. მე საკუთარ თავს არ დავზოგავ საამისოდ.


საბა მურღულია - ნიჭიერი კალათბურთელი დიდი მიზნებით



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018