U21: აზერბაიჯანი 1:1 საქართველო
საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ავსტრიაში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა აზერბაიჯანთან ფრედ 1:1 ითამაშა. პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ალბანელებს 2:0 სძლია.
ქართველი ფეხბურთელები 70-ე წუთისთვის აგებდნენ, თუმცა 75-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მეტოქე პენალტის წყალობით დაწინაურდა: შეცვლაზე შესულმა დავით კოხიამ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და აზერბაიჯანელებმაც შანსი ხელიდან არ გაუშვეს - 0:1.
ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ამ შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ნადირაძე, არჩილ ტვილდიანი, მამუკა კობახიძე, გიორგი ჯგერენაია (დავით კოხია 46), ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური (მერაბ გიგაური 46), გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ქვილითაია (დავით სხირტლაძე 46)
ხვალ, 26 მარტს ჩვენი გუნდი ავსტრიულ შეკრებას ხორვატ თანატოლებთან მატჩით დაასრულებს. თამაშს კვლავინდებურად ქალაქი სოჰაუ უმასპინძლებს.

მოიწონეთ სტატია
კომენტარები