ფედერაციის საჩუქარი ჟურნალისტებს

ფეხბურთი / საქართველო 18-სექ, 23:449 Eke 1178 0





27 სექტემბრიდან ჟურნალისტებს სფფ–ს ფეხბურთის მწვრთნელის პროფესიის დაუფლების უფასო შესაძლებლობას აძლევს.

პროფესიული სამწვრთნელო განათლების მიღებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სთავაზობს უფასო, ერთჯერად კურსებს უეფას მიერ შემუშავებული C კატეგორიის მქონე მწვრთნელთა სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამის შესაბამისად.

ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს საშუალება ეძლევა დარეგისტრირდეს სფფ–ს პრესსამსახურში და ჩაერთოს მწვრთნელთა განათლების კურსებში.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

1. პირადი განცხადება

2. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ

3. პირადობის მოწმობის ასლი

4. ოფიციალური წერილი ორგანიზაციიდან, რომელსაც ჟურნალისტი წარმოადგენს.

5. საკონტაქტო ინფორმაცია


საბუთები მიიღება 2010 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #76ა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

სასწავლო პროცესი დაიწყება 27 სექტემბერს, 10:00 საათზე მიხეილ მესხის სტადინის საკონფერენციო დარბაზში.

ავტორი: ერეკლე გორგოძე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა