Image

ქალთა ფეხბურთი. საქართველოს ნაკრები ფარერებთან დამარცხდა! ჯგუფიდან გასვლა აუხდენელ ოცნებად დარჩა...

ფეხბურთი 10-აპრ, 16:189 რაულიტო 4294


















ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის, მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენს ჯგუფში დასრულდა. ჯგუფის მასპინძელ ლიტვასთან 4:3 მოგებისა და ჩერნოგორიასთან 0:2 წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფარერებს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, თეიმურაზ სვანაძის გუნდი კუნძულელებთან

დამარცხდა და წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფიდან, რეგულარულ შესარჩევ რაუნდში ვერ გავიდა.
ჩვენი და ფარერების ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩის სტარტზე ორივე მეტოქე შეეცადა კარის აღებას, მაგრამ ეს მხოლოდ ტაიმის მეორე ნახევარში შეძლეს. 38-ე წუთზე ფარერები დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო. ჩვენმა გუნდმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და „სწრაფი გოლით“ წონასწორობა აღადგინა. 47-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ ანგარიში გაათანაბრა და ჩვენს გუნდს შანსი შეუნარჩუნა, მაგრამ, 73-ე წუთზე კუნძულელთაგან ჰეიდი სევდალმა დუბლი მიითვალა და ტაბლოზე დაფიქსირებული 2:1, ამ მატჩის საბოლოო შედეგი აღმოჩნდა. ამ მარცხის შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, რაც მომდევნო რაუნდში გადასასვლელად, საკმარისი ვერაფრით იქნებოდა.
ჩვენს გუნდს ფარერებთან მატჩში დისკვალიფიცირებული ხატია ჭყონია აკლდა, რომელიც ჩერნოგორიასთან მატჩში ორი გაფრთხილების გამო, გააძევეს. საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა კუნძულელთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა...

ჭკუასელი, სუთიძე, პასიკაშვილი, ქველიძე, მალიძე (82. კვალიაშვილი), ტოდაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე, ბაქრაძე (68. ჩემინავა), ტატუაშვილი, სხირტლაძე.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩერნოგორიამ ლიტვასთან 1:1 ფრე ითამაშა და ჯგუფიდან მომდევნო რაუნდში, მეორე ადგილითა და მეორე საგზურით გავიდა. პირველი ადგილი და საგზური კი ფარერებმა მოიპოვა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Luka.FCB 10 აპრილი 2013 16:24
აქაც ლამერები რატო უნდა გვყავდეს? :(
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა