Image

ფალკაო ფერგიუსონთან? 47 მილიონი და ჩიჩარიტო მანჩესტერისგან... რეალმა ბეილისა და აგუეროსთვის 105 მილიონი გადადო...

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 12-აპრ, 17:559 რაულიტო 1184


















ევროპის გრანდ კლუბებმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ზოგმა მათგანმა სასურველი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის, თანხის გარკვეული ნაწილი უკვე გადარიცხა კიდეც...

ესპანური და ბრიტანული პრესის ინფორმაციით მადრიდის „ატლეტიკოს“ კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო „მანჩესტერში“ გადასვლასთან ძალზე ახლოსაა...
მანჩესტერის“ მესვეურები რადამელ ფალკაოს ტრანსფერისთვის ესპანური კლუბისთვის შეთავაზებას ამზადებენ. წინასწარი ინფორმაციით, „მანჩესტერი“ მზადაა „ატლეტიკოს“, ფალკაოს სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო შესთავაზოს“, - წერს ესპანური Marca.

ეს თემა უფრო მეტად განავრცო ინგლისურმა მასმედიამ...

„რადამელ ფალკაოს გადაბირებით დაინტერესებულ კლუბებს, „ჩელსის’, „მანჩესტერ სიტის“, „არსენალსა“ და მადრიდის „რეალს“, დიდი შანსია, რომ „მანჩესტერმა“ აჯობოს. მანჩესტერელები უკვე დაუკავშირდნენ მადრიდის „ატლეტიკოს“ მესვეურებს“ და ფალკაოს სანაცვლოდ 27 მილიონი ფუნტი და ჩიჩარიტო, ხავიერ ერნანდესი შესთავაზეს. თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ ჩიჩარიტოს სატრანსფერო თანხა მინიმუმ 20 მილიონი ფუნტია, მაშინ გამოდის, რომ მანჩესტერელები „ატლეტიკოს“ მინიმუმ 47 მილიონ ფუნტს, ანუ 55 მილიონ ევროს სთავაზობენ... რაც მართლაც მაცდუნებელი წინადადებად შეიძლება ჩაითვალოს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, „მანჩესტერმა“ ფალკაოს ტრანსფერისთვის, თანხის ნაწილი უკვე გადაურიცხა „ატლეტიკოს“. მადრიდელთა კლუბის კოლუმბიელი ფორვარდის „მანჩესტერში“ ტრანსფერის მთავარ შემაფერხებელი გარემოება ისაა, რომ „ატლეტიკოს“ ფალკაოს ტრანსფერისთვის „პორტუსთვის“ გარკვეული თანხა აქვს გადასახდელი (ფალკაო მადრიდულ კლუბში გადასვლამდე სწორედ „პორტუში“ გამოდიოდა). თუმცა, მხარეები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების საფუძველზე ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია“, - ეს ინფორმაცია ბრიტანულმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

ფალკაო ფერგიუსონთან? 47 მილიონი და ჩიჩარიტო მანჩესტერისგან... რეალმა ბეილისა და აგუეროსთვის 105 მილიონი გადადო...


მადრიდის „რეალის“ მესვეურებმა კი ინგლისიდან ორი შემტევის დამატებას გეგმავენ.

„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ 105 მილიონი ევრო გაამზადა. მადრიდელები ამ თანხით ინგლისიდან ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ. „რეალის“ მესვეურები მზად არიან უელსელი შემტევის, გარეთ ბეილის სანაცვლოდ, „ტოტენჰემს“ 60 მილიონი ევრო გადაუხადონ. გარდა ამისა, მადრიდელებს სურთ, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „მანჩესტერ სიტიდან“ ხავიერ აგუეროს ტრანსფერი განახორციელონ. მადრიდელები მზად არიან გარეთ ბეილის ტრანსფერისთვის, „ტოტენჰემს“ არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინიც დაუთმონ“, - წერს Football Espana.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (345)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა