Image

Punto Pelota: იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი, ანდრე-ვილაშ ბოაში, ანტონიო კონტე - ამ ოთხიდან ერთი, ზაფხულში მადრიდის რეალს ჩაიბარებს...

ფეხბურთი 13-აპრ, 17:299 რაულიტო 1040


















მსოფლიოს წამყვან გამოცემებსა და ვებსაიტებზე, მადრიდის „რეალიდან“, მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს აბარგებისა და სხვა კლუბში მოსალოდნელი ტრანსფერის თემა, კვლავაც მოწინავედ რჩება. მართალია, გადაჭრით ჯერ არავინ იცის, თუ რომელ გუნდს ჩაიბარებს მოურინიო, მაგრამ ის კი დღესავით ნათელია, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, პორტუგალიელი მწვრთნელი.

„რეალს“ დატოვებს. ბუნებრივია, ისმის კითხვა, ვის მიიწვევს „სამეფო კლუბის“ ხემძღვანელობა? ვინ შეცვლის მოურინიოს? ამ კითხვებს ესპანურმა ინტერნეტპორტალმა Punto Pelota-მ უპასუხა...
„ეს უკვე გადაწყვეტილია ამბავია, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალს“ დატოვებს და „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა, ამისათვის უკვე მზადაა. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, თუ ვინ ჩაიბარებს მოურინიოს შემდეგ „რეალს“...
რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა კლუბის დირექტორთა საბჭოს, გუნდის მთავარი მწვრთნელს პოსტზე 4 მწვრთნელის კანდიდატურა შესთავაზოს. ამ კვარტეტის თითოეულ წევრს, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად, მეტ-ნაკლები შანსი აქვს. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ოთხეულიდან ყველა მწვრთნელი ამჟამად თავის გუნდში მუშაობს და არცერთ მათგანს, ამ ზაფხულს კლუბთან კონტრაქტის ვადა არ უმთავრდება. თუმცა, ადრეც არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა „რეალს“ მომავლი მწვრთნელის კონტრაქტი, ყოფილი კლუბისგან გამოუსყიდია. ასე იყო ჟოზე მოურინიოს შემთხვევაშიც...
ფლოენტინო პერესის ოთხეულსაც გადავავლოთ თვალი... ეს კვარტეტი ასეთია:
იურგენ კლოპი (დორტმუნდის „ბორუსია“), კარლო ანჩელოტი („პარი სენ ჟერმენი“), ანდრე-ვილაშ ბოაში („ტოტენჰემი“), ანტონიო კონტე („იუვენტუსი“)...
ახლა კი ამ ოთხეულთან მიმართებაში, მადრიდოს „რეალის“ მესვეურთა შანსები ავწონ-დავწონოთ... ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცმა ანტონიო კონტემ, ამ ბოლო ხანსაც არაერთხელ აღნიშნა, რომ კლუბის შეცვლა მის უახლოეს გეგმებში არ შედის. იურგენ კლოპმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ახალ სეზონაც დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაიწყებს. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ორი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოს მემკვიდრედ ვიხილოთ. დარჩენილი ორი კანდიდატურიდან, ფავორიტი ანდრე-ვილაშ ბოაშია. „ჩელსიდან“ ნაადრევად აბარგების შემდეგ, ბოაში „ტოტენჰემში“ წარმატებით მუშაობს და „სამეფო კლუბის“ მესვეურთა შორისაც საკმაო სიმპატიით სარგებლობს. შესაბამისად, იმის ალბათობა დიდია, რომ „რეალის“ თავკაცის პოსტი პორტუგალიელის შემდეგ, ისევ პორტუგალიელმა, ანდრე-ვილაშ ბოაშმა დაიკავოს. რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, კულისური ინფორმაციით, ეს იტალიელი მწვრთნელი სათადარიგო ვარიანტად მიიჩნევა. თუ ანდრე-ვილაშ ბოაშის კანდიდატურა გამოირიცხება, მაშინ „რეალის“ ხელმძღვანელობა აქცენტს, სწორედ ანჩელოტიზე გააკეთებს“, - წერს ესპანური ინტერნეტპორტალი Punto Pelota...

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (299)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა