რევაზ არველაძე: "გვიხარია, რომ პლატინი კმაყოფილი წავიდა"

ფეხბურთი / საქართველო 03-მაი, 10:549 რაულიტო 830 0






ფუტსალის თასის ოთხთა ფინალზე დასასწრებად ჩამოსულმა უეფას პრეზიდენტმა, თბილისში ოფიციალური შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან გამართა.

შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა, ფაქტია, რომ საუბარი ქართულ ფეხბურთზე და სამომავლო პროექტებზე იქნებოდა.

მიშელ პლატინის ვიზიტზე კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ გააკეთა.

რევაზ არველაძე: „უეფას პრეზიდენტის ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა და ასე იყო ახლაც. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველომ მიშელ პლატინის კიდევ ერთხელ უმასპინძლა.

შედგა ძალზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც მე და ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა ვესწრებოდით. დაისახა კონკრეტული გეგმები და ითქვა, რომ სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება ქართულ ფეხბურთს. რაც მთავარია, პლატინი დაესწრო უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის გახსნას და უზომოდ კმაყოფილი წავიდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სპორტის სასახლეში არსებულმა ატმოსფერომ, უამრავმა გულშემატკივარმა... ძალიან გვიხარია, რომ უეფას პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა. ფუტსალის ეს ტურნირი ხომ ფაქტიურად, გენერალური რეპეტიცია იყო 2015 წლის სუპერთასისთვის.“



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018