"იუნაიტედი":ახალი კონტრაქტი დე ხეასთვის

30-06-2013, 12:12

ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კიპერით დავიდ დე ხეათი ინტერესდებოდა კატალონიის "ბარსელონა". მაგრამ ინგლისური გრანდის მესვეურები არაპირებენ კარის დარაჯის გაყიდვას, ამიტომ ისინი ესპანელ მეკარსე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

Goal.com ინფორმაციით, მანკუნიანელთა ხელმძღვანელობა აპირებს ფეხბურთელს შესთავაზოს ახალი კონტრაქტი, რათა საბოლოოდ გადააფიქრებინოს სამშობლოში დაბრუნება.

მიმდინარე კონტრაქტი დე ხეას კლუბთან 2016 წლამდე აკავშირებს და კვირაში 64 ათას ევროს იღებს ხელფასის სახით. "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა მეკარეს კონტრაქტი 2018 წლამდე და კვირაში 88 ათასი ევრო გადაუხადოს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით