Image

რუნი:ინგლისის ნაკრები 10წლის მანინძე საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავს

ფეხბურთი 09-ოქტ, 20:319 mirza_07 1213


















მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისს ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი და ორივე უემბლიზე მონტენეგროსთან და პოლონეთთან. სამი ლომის მთავარ მწვრთნელს როი ჰოჯსონს კი დიდი არჩევანი აქვს თავდამსხმელების ასარჩევად. განაცხადში იმყოფებიან: უეინ რუნი, დანიელ სტარიჯი, დენი უელბეკი, ჯერმენ დეფო და რიკი ლამბერტი.

მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის, უეინ რუნის თქმით ეს არის ინგლისის ნაკრების საუკეთესო შეტევის ხაზი ბოლო 10 წლის განმავლობაში.

"ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო შემტევთა ჯგუფი ინგლისის ნაკრებში, მას შემდეგ რაც მე ვთამაშობ ამ გუნდში. ჩვენ დაგვემატა რიკი ლამბერტი, რომელსაც რეგულარულად გააქვს გოლები საუთჰემპტონის შემადგენლობაში. ასევე გვყავს უელბეკი და სტარიჯი, ორი ბრწყინვალე ახალგაზრდა ფეხბურთელი. მე და დეფო უკვე დიდი ხანია ნაკრებში ვართ, მაგრამ ჩემი აზრით უელბეკს და სტარიჯს უფრო მეტი ენერგია აქვთ და ყველა თამაშში ბოლომდე იბრძვიან. ამ გუნდისგან ბევრ გოლს უნდა ელოდოთ, რადგან ეს ფეხბურთელები გოლების გარეშე მინდორს იშვიათად ტოვებენ." განაცხადა რუნიმ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (278)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა