დონარუმამ მილანთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა

დონარუმამ მილანთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა

15-06-2017, 22:28

დღეს მსოფლიო მედია 18 წლის იტალიელი მეკარის დონარუმას საქციელმა მოიცვა, თუ იტალიურ გამოცემებს დავუჯერებთ ახალგაზრდა მეკარემ "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

დონარუმას მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნის ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტი თუ არ გაახანგრძლივა, ის უფასოდ დატოვებს გუნდს.

არადა დონარუმას ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს და მის სანაცვლოდ დიდი თანხმების გადახდასაც არ დაიშურებენ. თუ ესპანურ გამოცემა "მარკას" დავუჯერებთ, ახალგაზრდა მეკარემ "რეალთან" უკვე მიაღწია შეთანხმებას და "სამეფო გუნდს" ის შემდეგ სეზონში უფასოდ შეურთდება. ასევე იტალიელს აქტიურად უკავშირებენ "იუვენტუსს". დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით