კრიშტიანუ რონალდუმ რეალის დატოვება გადაწყვიტა

ფეხბურთი 16-ივნ, 17:119 Sportnews 1889 0





დღეს პორტუგალიურმა გამოცემამ A Bola-მ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი დაღალა ესპანური პროკურატორის დევნამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელს ახალი ბრალდება წაუყენა.

პროკურატურა კრიშტიანუს 14.7 მილიონ ევროს დამალვას ედავება, რაზეც "რეალის" შვიდმა ნომერმა განაცხადა, რომ მისი სინდისი სუფთაა.

გამოცემის თანახმად რონალდუ ესპანეთში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ამიტომ ქვეყნის შეცვლა სურს.

Esport.Ge-ს ჟურნალისტის აზრი

ჩემი პირადი აზრით ეს ერთ-ერთი პორტუგალიური გამოცემის ჭორია, რადგან კრიშტიანუ რონალდუ ბოლო დროს საოცარ ფორმაში შევიდა, ზიდანის გუნდი აშკარად მასზე მოერგო და პორტუგალიელიც სრულად ამართლებს, მან უკვე დაიბევა მეხუთე ოქროს ბურთი, ერთი სიტყვით რონალდუს "რეალში" ოქროს ხანა უდგას და რთულად სავარაუდოა, რომ მან "სამეფო გუნდი" დატოვოს. მაგრამ ის თუ მართლაც დამნაშავეა, მისი საქმეები ესპანეთში აშკარად გართულდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა