აირჩიეთ გუნდი:

ბარსელონა ახალ ფორვარდში 90 მილიონს იხდის



დღეს ესპანურმა გამოცემამ Mundo Deportivo საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც კატალონიის "ბარსელონას" ახალი ფორვარდის ყიდვა სურს და მის სანაცვლოდ მზად არის 90 მილიონი ევროც გადაიხადოს.

საქმე ეხება 20 წლის "დორტმუნდის" შემტევ ფეხბურთელს ოსმან დემბელეს, რომელზეც საფეხბურთო სამყარო დიდ იმედს ამყარებს და მისგან ბევრს ელიან. "ბარსელონას" ტექნიკური დირექტორი რობერტ ფერნანდესი ფეხბურთელს აგენტს პარიზში შეხვდა და კონტრაქტის დეტალებზე ესაუბრა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კატალონიური გუნდი დემბელეთი ინტერესდება, ესპანელებს ფრანგის ყიდვა შარშან ზაფხულსაც სურდა, მაგრამ მაშინ თავად ფეხბურთელმა არ ისურვა "ბარსელონაში" გადასვლა, რადგან ფიქრობდა ,რომ ეს მისთვის ჯერ ადრე იყო.

არსებობს ვარაუდი, რომ დემბელეს მოყვანის შემთხვევაში ლიონელ მესი შემტევ ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლებს , მის პოზიციას კი სწორედ ფრანგი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდმა" დემბელე "რენედან" 15 მილიონად იყიდა, ასე რომ ეს ტრანსფერი თუ განხორციელდა გერმანელები საკმაოდ იხეირებენ..

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

0

2727
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.