Image

122 მილიონი და პლუს ვერატი

ფეხბურთი / ტრანსფერები 17-ივლ, 23:199 Sportnews 4874


















"პსჟ -ს" ხემძღვანელობას ფულის პრობლემა რომ არ აქვთ ახალი ამბავი სულაც არ არის, შეიხმა გუნდი რამდენიმე წლის წინ იყიდა და მას შემდეგ გუნდისთვის ფულს მართლაც არ ინანებს.

პარიზულმა გუნდმა ამ დროის განმავლობაში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყიდა, ზოგიერთი მათგანი გამორჩეული ვარსკვლავიც გახლავთ, მაგრამ "პსჟ " ვერა და ვერ ახერხებს წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზე, ეგ კი არა გასულ სეზონში პირველობა საფრანგეთშიც დაკარგა და ქვეყნის ჩემპიონი "მონაკო" გახდა.

სწორედ ამიტომ "პსჟ -ს" მესვეურს სურს გუნდში არა უბრალოდ კარგი ფეხბურთელები მოიყვანოს, არამედ სუპერ ვარსკვლავი იყიდოს. პარიზული გუნდი სამიზნეში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მოხვდა და ისინი მზად არიან მის სანაცვლოდ ვერატი დათმონ და 122 მილიონიც დაამატონ.

საქმე "ბარსელონას" ბრაზილიელ ფეხბურთელს ნეიმარს ეხება. ყველას მოეხსენება, რომ კატალონიელებს ვერატის ყიდვა სურთ, პარიზელები კი ფიქრობენ , რომ თუ მაინც მოუწევთ იტალიელთან შელევა , სარგებელიც ნახონ და ხელში ნეიმარი ჩაიგდონ. თავის მხრივ რამდენიმე კვირის წინ ესპანური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ნეიმარს კლუბის წარმომადგენლებთან მცირე კონფლიქტი აქვთ.

"პსჟ -ს" წინადადება მართლაც მაცდურია, თუ გავითვალისწინებთ ვერატის ფასს მთლიანობაში შეთავაზება დაახლოებით 200 მილიონს უდრის, რაზეც კატალონიაში დაფიქრება მართლაც მოუწევთ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (323)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა