Image

მადრიდის "რეალმა" 120 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა

ფეხბურთი / ტრანსფერები 23-ივლ, 00:419 Sportnews 5535


















მადრიდის "რეალი" შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორია, გასულმა სეზონმა გვანახა, რომ "სამეფო გუნდი" საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული, მაგრამ ესპანური გუნდი მიმდინარე ზაფხულს ტრანსფერებს ძალიან აქტიურად ანხორციელებს.

"რეალი" უკვე დატოვა პეპემ , კოენტრაომ , მარიანო დიაზმა, ხამეს როდრიგესმა და ალვარო მორატა. მათ ნაცვლად კი გუნდმა იყიდა ტეო ერნანდესი, დანი სებალოსი, ბორხა მაიორალი, მარკოს ლორენტე, ხესუს ვალეხო. დღეს კი ბრიტანულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "სამეფო გუნდმა" 120 მილიონიანი ტრანსფერების დეტალები შეათანხმა.

საქმე კილიან მბაპეს ეხება, ინფორმაციის თანახმად "მონაკომ" და "რეალმა" კონტრაქტის ყველა დეტალები შეათანხმეს, უახლოეს მომავალში "რეალი" თავად ფეხბურთელსაც შეუთანხმდება და ტრანსფერი ერთ კვირაში დადასტურდება.

ეს მხოლოდ ბრიტანული გამოცემის ინფორმაციაა, ჯერ-ჯერობით ოფიციალურ მხარეებს არაფერი დაუდასტურებიათ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (320)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა