"რეალი" "მონაკოს" მოელაპარაკა - კილიან მბაპე თითქმის მადრიდელია

25-07-2017, 18:39

მადრიდის "რეალმა" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია "მონაკოსთან" ფორვარდ კილიან მბაპეს ტრანსფერზე.

ესპანეთის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელში 160 მილიონ ევროს გადაიხდის. კიდევ 20 მილიონს "მონაკო" მოგვიანებით, ბონუსების სახით მიიღებს.

მბაპე შეიძლება გახდეს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ისტორიაში. დღეს, რეკორდი ეკუთვნის ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას, რომელიც "იუვენტუსმა" შარშან, "მანჩესტერ იუნაიტედში" 105 მილიონ ევროდ გაყიდა.

როცა "რეალი" და "მონაკო" საბოლოოდ შეათანხმებენ ტრანსფერის ყველა დეტალს, მბაპე მადრიდულ გუნდთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი "რეალში" 7 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.

წყარო : 1tv.ge

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით