Image

5 ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა ნეიმარის სატრანსფერო რეკორდი დაამხოს

ფეხბურთი 22-აგვ, 22:399 Sportnews 7860


















მიმდინარე ზაფხულში სატრანსფერო რეკორდი დამყარდა, "პსჟ-მ" ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი გადაიხადა, რთულია ივარაუდო, რომ ეს რეკორდი დიდხანს დარჩება დაუმხობელი, რადგან გუნდები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ თანხას ხარჯავენ და არანორმალურ თანხებს იხდიან ფეხბურთელების სანაცვლოდ.

ერთ-ერთმა ინგლისურმა გამოცემამ დაასახელა ის ხუთი ფეხბურთელი, რომელთაც ყველაზე მეტი შანსი აქვთ მომავალში ნეიმარის სატრანსფერო რეკორდი დაამხონ.

5. მარკო ვერატი

იტალიელ ნახევამრცველს ანდრეს ინიესტას და ლუკა მოდრიჩის მემკვიდრედ ასახელებენ, მისი მოედნის ხედვა და თამაშის სტილი მართლაც საოცრებაა, იტალიელი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, უახლოეს მომავალში ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს "პსჟ-სთან" , პარიზული გუნდი კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 222 მილიონზე ბევრად მეტ თანხას ჩაწერს, ვერატი ისეთ ასაკშია, რომ მან კიდევ უფრო უნდა მოუმატოს, ამიტომ შემდეგ წლებში მისი სხვა გუნდის გადასვლის შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ სატრანსფერო რეკორდი დაემხობა.

4. კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიე ფეხბურთელს გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდი ევრო უწერია, კრიშტიანუ უკვე 32 წლისაა, ამიტომ რთული სავარაუდოა, რომ მასში ვინმემ ამხელა თანხა გადაიხადოს, მაგრამ პორტუგალიელი უკვე იმხელა ფიგურაა, არამხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით, მისი გაყიდვის შემთხვევაში ის ნამდვილად დაამხობს ნეიმარის რეკორდს.

3. მარკო ასენსიო

ამჟამად მადრიდის "რეალის" ამომავალი ვარსკვლავის მარკო ასენსიოს გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს, ამ თანხას უკვე ბევრი გუნდი იხდის, მაგრამ ფეხბურთელს "რეალის" დატოვება არ სურს, "სამეფო გუნდი" კი უახლოეს მომავალში თავს დაიზღვებს, ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, რომლის თანახმადაც ასენსიოს გამოსასყიდი თანხა ნახევარი მილიარდი იქნება. მომავალში სავსებით შესაძლებელია მასში 222 მილიონზე მეტი გადაიხადონ.

2. ისკო

აღნიშნულ სიაში უკვე "რეალის" მესამე ფეხბურთელი მოხვდა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა განსაკუთრებით ბოლო ნახევარი წელია რაც მოუმატა, მას საფეხბურთო სამყაროში ჯადოქარს უწოდებენ , ისკო მალე "რეალთან" ახალ კონტრაქტს დადებს, რომლის თანახმადაც მისი გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი იქნება. ისკომ აღებული ტემპი თუ შეინარჩუნა, ის მომავალში უდავოდ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, ამიტომ მასაც აქვს კარგი შანსი სატრანსფერო რეკორდი დაამხოს, თუ რა თქმა უნდა, "რეალიდან" წასვლას მოისურვებს.

1. ლიონელ მესი

სუპერ არგენტინელ ფეხბურთელს, რომ ამ რეკორდის დამხობა ნებისმიერ წამს შეუძლია უდავოა, "სიტი" დღესვე მზადაა მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო სრულად გადაიხადოს, თუ მესიმ ამ ეტაპზე მოინდომა "ბარსელონას" დატოვება რეკორდი აუცილებლად დაემხობა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა