ზინედინ ზიდანმა სამიზნეში სუპერ ფორვარდი ამოიღო

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 23-აგვ, 11:579 Sportnews 8957 0





მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა არაერთხელ განაცხადა, რომ კმაყოფილია გუნდის შემადგენლობით, მაგრამ ფრანგ სპეციალისტს ერთი ფეხბურთელის დამატება კიდევ სურს.

ზიზუს უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ის კარგად აცნობიერებს, რომ მისი გუნდი უკვე ექვსივე ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს, გასულ სეზონში გუნდს გადაღლილობა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დაეწყო და იანვრის თვე ჩაუვარდა, სწორედ მაშინ გამოვარდა "რეალი" ესპანეთის თასიდან.

წელსაც იგივე სიტუაცია, "რეალს" კვლავ მოუწევს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობა, ამიტომ ზიზუმ კარგად იცის, რომ როტაცია აუცილებელია, მას კი გუნდში მხოლოდ ერთი მაღალი დონის ცენტ-ფორვარდი ჰყავს ბენზემას სახით. ამიტომ ფრანგი მის შემცვლელს ეძებს.

გასულ სეზონში ასეთი ფეხბურთელი ალვარო მორატა იყო, ესპანელი ბენზემას მართლაც ძალიან კარგად ცვლიდა და გვახსოვს ალვაროს ძალიან მნიშვნელოვანი გოლები ესანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურებში, რამაც გუნდს ჩემპიონობა მოუტანა,

ზიდანის სამიზნეში "დორტმუნდის" ფორვარდი ობამეიანგი მოხვდა, ის სწრაფია, კარგად ეხმარება ნახევარმცველებს და ძალიან კარგი გოლის გატანის ალღოც აქვს. თავის მხრივ ყველამ იცის, რომ ფეხბურთელის დიდი ოცნება "რეალში" თამაშია.

თუ "სამეფო გუნდი" რეალურად ეცდება ობამეიანგის ყიდვა, მათ ეს არ უნდა გაუჭირდეთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას 31 აგვისტომდე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018