ფეხბურთი
ოფიციალურად: "ბარსელონამ" დემბელეს ტრანსფერი დაადასტურა

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ცნ დორტმუნდის "ბორუსიას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი უსმან დემბელეს ტრანსფერი დაადასტურა.

ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის ღირებულებამ 105 მილიონი ევრო შეადგინა (პლუს ბონუსები), ახალი კონტრაქტით კი დემბელეს გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

საინტერესოა, დემბელეს ყიდვის შემდეგ თუ კიდევ იფიქრებს ესპანური გუნდი კოუტინიოს ყიდვაზე.











კომენტარის დამატება