93 მილიონი! -რეალი და მანჩესტერი სუპერ ტრანსფერს ათანხმებენ ?!

ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 30-აგვ, 14:499 Sportnews 6002 0






2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ერთი დღე რჩება, ჯერ კიდევ შეუძლიათ გუნდებს ხმაურიანი ტრანსფერები შემოგვთავაზონ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შესაძლოა ბოლო დღეს "რეალი" და "მანჩესტერი" სუპერ ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ინგლისური გუნდი მზად არის გარეტ ბეილის სანაცვლოდ 93 მილიონი გადაიხადოს.

უელსელი ფეხბურთელი ვერა და ვერ ახერხებს იმ ფეხბურთის ჩვენებას მადრიდულ გუნდში, რომელსაც მისგან ელიან. უკანასკნელ შეხვედრაში ბეილმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივრისგან შტვენა დაიმსახურა, ყოველივე ეს კი მისი შესაძლო წასვლის წინა პირობაა.

არსებობს ვარაუდი, რომ ბეილის ტრანსფერში შესაძლოა დე ხეაც ჩართოს "მანჩესტერმა", რადგან უკვე დიდი ხანია რაც მადრიდულ გუნდს ესპანელი კიპერი სურს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018