ზინედინ ზიდანი "BBC" შეელევა

ფეხბურთი / ესპანეთი 04-სექ, 11:309 Sportnews 5093 0






მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს საფიქრალი რომ არ აკლია ახალი ამბავი სულაც არ არის, "სამეფო გუნდის" ახალგაზრდა ფეხბურთელები თავიანთი კარგი თამაშით ფრანგ სპეციალისტს საფიქრალს კიდევ უფრო უღრმავებენ.

განსაკუთრებით კი ეს ისკოს და ასენსიოს ეხება, ორივე ესპანელი ფეხბურთელი იმდენად კარგ ფორმაში არიან მათი სათადარიგო სკამზე დასმა დანაშაულიც კი არის, როგორც ესპანური მედია იტყობინება ზიდანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ BBC-ს შეელიოს, როდესაც რონალდუს დისკვალიფიკაცია დასრულდება და პორტუგალიელი დაბრუნდება, ხშირად ვიხილავთ რონალდუ-ბენზემა-ბეილის როტაციას, განსაკუთრებით კი ფრანგი და უელსელი შეცვლიან ერთმანეთს.

ზიდანი აღარ აპირებს ხშირად გამოიყენოს ეს სამეული ძირითადში, "სამეფო გუნდი" 4-4-2 ტაქტიკით გააგრძელებს თამაშს, სადაც ძირითადის წევრად ისკო მოგვევლინება, შეტევაში კი რონალდუს ხან ბენზემა შეუწყვილდება, ხან კი ბეილი. ასევე სეზონის მეორე ნახევარიდან პორტუგალიელსაც ხშირად მოუწევს დასვენება, რომ სეზონის ბოლოს იდეალურ ფორმაში იყოს. სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაეზრდება ასენსიოს, რომელის საშუალებით ზიდანს შეუძლია ტაქტიკა 4-4-2 მომენტალურად 4-3-3 ზე გარდაქმნას.

სავარაუდოდ, მორატას გაყიდვის შემდეგ სწორედ ამიტომ აღარ იყიდა "რეალმა" ახალი ფორვარდი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018