შესაძლო განხეთქილება "მადრიდის რეალში"

შესაძლო განხეთქილება

12-09-2017, 20:57

როგორც ირკვევა, "მადრიდის რეალის" ვარსკვლავმა - გარეტ ბეილმა ისკო და მარკო ასენსიო საკმაოდ განარისხა საკუთარი ქმედებებით - გუნდელები ბეილის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო გუნდისათვის საკმარისი კონტრიბუციის გაკეთება და ბურთის ფლობაშიც საკმაო ეგოიზმი გამოიჩინა.

"მადრიდის რეალის" ერთ-ერთ საუკეთესო მონაპოვარს სწორედ გარეტ ბეილი წარმოადგენს, მაგრამ გასული წლის განმავლობაში ფეხბურთელმა არაერთი ტრავმა მიიღო. ბეილს სტაბილური ფიზიკური მომზადება დააკლდა, პარალელურად კი ისკო და ასენსიო გაცილებით აქტიური იყვნენ. აღნიშნულმა ფაქტმა კითხვის ნიშნები წარმოშვა იმასთან დაკავშირებით, უელსელი განაპირა თავდამსხმელი რეგულარულად უნდა იყოს თუ არა ძირითად შემადგენლობაში.

"მადრიდის რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი 28 წლის ფეხბურთელის დიდ გულშემატკივრად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ მალავს უკმაყოფილებას ბეილის მიმართ.

"დეილი სტარის" წარმომადგენელის - დონ ბალონის მიხედვით, ისკო და ასენსიო ბეილის მიმართ განრისხებულნი არიან, რადგან ამ უკანასკნელმა ეგოისტურად ითამაშა, იგივე გამოამჟღავნა ბურთის ფლობის დროს და გუნდსაც ბევრი არა შეჰმატა რა.

გასული ერთი წლის მანძილზე ესპანური დუო "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში მართლაც გამორჩეულია, მაგრამ ჯერ-ჯერობით საწყის შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრეს. ისინი არ მალავენ უკმაყოფილებას, რომ ზიდანი კვლავ ენდობა ბეილს ფეხბურთელის ცუდი ფორმისა და ფიზიკური მომზადების მიუხედავად.

მართალია, "მადრიდის რეალმა" "უეფას სუპერ თასის" და "ესპანეთის სუპერ თასის" მოგება მოახერხა, მაგრამ გუნდის მიმდინარე სეზონი საუკეთესოსგან მართლაც რომ შორსაა. ზინედინ ზიდანის გუნდი 4 ქულით ჩამორჩება ბარსელონას.

ბეილს თავი არ გამოუჩენია "ვალენსიასთან" და "ლევანტესთან" დაპირისპირებისას და კვლავაც საკითხავია "ტოტენჰემის" ყოფილი წევრი შეძლებს თუ არა "რეალში" საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით