Image

როგორი მდგომარეობა "ლივერპულის" ბანაკში "სევილიასთან" შეხვედრამდე?

ფეხბურთი / ჩემპიონთა ლიგა 12-სექ, 22:589 GioToServe 1337


















"წითლები" ემზადებიან "სევილიას" წინააღმდეგ მატჩის ჩასატარებლად.

სალაჰმა ვარჯიში გამოტოვა, კოუტინო კი გუნდთან იყო.

"ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში "ლივერპული" დაუპირისპირდება "სევილიას". 12 სექტემბერს, სამშაბათს, ინგლისურმა გუნდმა ვარჯიში ჩაატარა.

კლუბის ბაზაზე გუნდმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც ვერ დაესწრო მოჰამედ სალაჰი. ეგვიპტელი ფეხბურთელი მელვუდში ჩაფრინდა, თუმცა კვლავ სახლში გამგზავრება მოუწია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე - ამასვე იუწყება ინგლისური კლუბის ოფიციალური საიტი.

სამაგიეროდ, გუნდთან ერთად ივარჯიშა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფილიპე კოუტინომ, რომელმაც ზაფხულში "ბარსელონაში" გადასვლის სურვილი გამოთქვა და ინგლისური მედია იმასაც კი იუწყება, რომ აღნიშნულის გამო მას შელაპარაკება მოუვიდა კლუბის ხელმძღვანელობასთან. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველი ჯერ-ჯერობით "წითლების" შემადგენლობაში მოედანზე არ გამოსულა.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" - "სევილიას" დაპირისპირება ხვალ, 13 სექტემბერს, 22:45 საათზე გაიმართება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (187)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა