ჟოზე მაურინიოს საინტერესო კომენტარი გამარჯვების მოპოვების შემდგომ

ფეხბურთი / ჩემპიონთა ლიგა 13-სექ, 11:379 GioToServe 399 0






"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ, "ჩემპიონთა ლიგის" პირველ წრეში "ბაზელის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდგომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ტურნირზე წამყვანი კლუბებისათვის ნამდვილი ბრძოლა თებერვალში, "პლეი-ოფ"-ის ეტაპზე იწყება.

"ისეთი კლუბებისათვის, როგორებიც არიან "რეალი", "ბარსელონა" ან გნებავთ "ბავარია", მათთვის "ჩემპიონთა ლიგა" თებერვალში დაიწყება, ახლა კი მხოლოდ და მხოლოდ ხურდებიან, ჯერ ფორმაში შედიან. თებერვალში, როდესაც ინგლისური კლუბებისათვის ჭეშმარიტი გამოწვევა და ბრძოლა იწყება, ზემოთ აღნიშნული გუნდები უკვე საუკეთესოდ არიან მომზადებულნი დაპირისპირებებისათვის. ჩვენ კი ამ ეტაპზე "პლეო-ოფ"-ში გასვლა გვჭირდება. როდესაც ამას შევძლებთ, შემდგომ კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ ბრძოლა." - ციტირებს ჟოზე მაურინიოს სიტყვებს "Marca".

კლუბის ტელევიზიასთან საუბრისას, მაურინიომ აღნიშნა, რომ პოლ პოგბას ტრავმის ხარისხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. მაურინიომ ვარაუდის დონეზე, გამოცდილებიდან გამომდინარე განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ფრანგ ფეხბურთელს კუნთის ქსოვილები აქვს დაზიანებული, რის გამოც რამდენიმე კვირას გამოტოვებს. პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელს შეუძლია პოგბას ნაცვლად ათამაშოს ფელაინი, ქერიქი ან მატიჩი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018