ახალი ინფორმაცია მარსელოს მომავლის შესახებ

ახალი ინფორმაცია მარსელოს მომავლის შესახებ

13-09-2017, 19:59

"მადრიდის რეალმა" და მარსელომ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.

მარსელომ "მადრიდის რეალთან" საკუთარი კონტრაქტი 2022 წლამდე განაგრძო.

ბრაზილიელმა მცველმა თავის არსებულ კონტრაქტს კიდევ ორი წელი შესძინა და ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხუთშაბათს გამართავს.

მარსელო კლუბთან ერთად როგორც მინიმუმ 2022 წლამდე დარჩება. ოთხშაბათს ეს ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდა კლუბის ვებ-გვერდზე.

თუ მარსელომ მართლაც 2022 წლამდე ითამაშა "მადრიდის რეალში", მას საერთო ჯამში 16 სეზონი ექნება გატარებული კლუბში. 2006 წლის 9 ნოემბერს იგი "მადრიდის რეალში" გადმოვიდა ფლუმინენსიდან. ამ დროს იგი 18 წლის გახლდათ. მარსელო "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში 414-ჯერ გამოვიდა მინდორზე. აღნიშნული მაჩვენებლით იგი მხოლოდ რობერტო კარლოსს ჩამოუვარდება, რომელმაც 527-ჯერ ითამაშა კლუბის მხარეს.

29 წლის ვიცე-კაპიტან მარსელოს "მადრიდის რეალთან" ერთად მოგებული აქვს 3 "ჩემპიონთა ლიგის", 4 "ლიგის", 3 "ევროპის სუპერ თასის", 3 "ესპანეთის სუპერ თასის", 2 "კოპა დელ რეის" და 2 "საკლუბო მსოფლიო თასის" ტიტულები.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით