ბრაზილიელი კვლავ ჩრდილშია!? - "პსჟ-მ" ნეიმარსა და კავანის შორის არჩევანი გააკეთა

ფეხბურთი / საფრანგეთი 20-სექ, 14:309 Sportnews 4601 0





საფრანგეთის საწყის ტურებში არაერთხელ დაფიქისრდა შემთხვევა, რომ ედისონ კავანს და ნეიმარს თერმეტმეტრიანის დროს მცირე კონფლიქტი მოუვიდათ და ერთი ბურთი აშკარად ვერ გაიყვეს.

პარიზული გუნდის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ამ გაუგებრობისთვის ბოლო მოეღო და საქმეში თავად ჩაერთო. ნასერ ალ-ჰელაიფი ესაუბრა გუნდის ფორვარდებს - ედინსონ კავანისა და ნეიმარს.

პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ "პსჟ-ში" მთავარ პენალტისტად კავანი დარჩება, ნეიმარი კი ამ სიაში მეორე იქნება. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ბარსელონა" მესის ჩრდილიდან გამოსვლისთვის დატოვა, თუმცა საფრანგეთში ის უკვე ედისონ კავანის ჩრდილში მოექცა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა