ჯანო ანანიძემ "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი გააჩუმა

ფეხბურთი 20-სექ, 22:189 Sportnews 5918 0






ბოლო დროს მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი მასიმო კარერა ჯანო ანანიძეს ნაკლებად ენდობა, ქართველ ფეხბურთელს რუსეთის ჩემპიონატში ბევრ სათამაშო დროს არ აძლევს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში თასზე ჯანომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ჯანომ შეხედრაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა "ყუბანი" 2-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ჯანომ 45-ე და 52-ე წუთებზე ორჯერ საგოლე პასი გაუკეთა ქუინსი პრომესს.

ქართველმა ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს დაანახა, რომ უფრო მეტად უნდა ენდოს. კარერა ჯანოს მიმართ არც თუ დადებით განცხადებებს აკეთებს, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ აშკარად გაჩუმება მოუწევს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018