ლიონელ მესის კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას

ლიონელ მესის კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას

22-09-2017, 12:46

ლიონელ მესი ბრწყინვალე ფორმაშია, არგენტინელ ფეხბურთელს თავისი კარიერის განმავლობაში ასეთი სტარტი არასდროს ჰქონია, "ბარსელონას" ლიდერს ლა ლიგის 5 ტურის შემდეგ 9 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაზე კი "იუვენტუსის" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

ჯამში მესის 6 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია. როგორც ჩანს ნეიმარის წასვლა დადებითად აისახა არგენტინელზე, გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება, მაგრამ სტარტი სწორედ ამას გვიჩვენებს.

ასევე უკანასკნელ ტურში "ბარსელონას" რიგებში არ იყო ლუის სუარესი, ვალვერდემ მესი ცენტრალური თავდასმხლის პოზიციაზე დააბრუნა, თამაში არგენტინელზე აეწყო, რომელმაც პოკერი შეასრულა.

წინა სასეზონო პერიოდის დროს იყო საუბარი, რომ მესი "ბარსელონაში" თავს ბედნიერად არ გრძნობს და ამიტომ ვეღარ შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს, მაგრამ არგენტინელი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს და საწყის ტურებში შეუჩერებელია.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით