ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მომავალში ?

ფეხბურთი / საქართველო 06-ოქტ, 22:229 Sportnews 4369 0





საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უელსის ნაკრებთან წააგო, მომდევნო შეხვედრაში ჩვენი ნაკრები სტუმრად სერბეთის ნაკრებს შეხვდება.

9 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ჯგუფში 5 ქულა აქვს და 6 გუნდიან ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს, ჩვენ მხოლოდ მოლდოვა ჩამოგვრჩება.

ძალიან დიდი შანსია, რომ საქართველომ ჯგუფში გამოსვლა მოგების გარეშე დაამთავროს, რადგან რთული სავარაუდოა ჩვენმა ქვეყანამ სტუმრად ბოლო ტურში სერბეთის დამარცხება შეძლოს.

გულშემატკივრებიც უკვე ალაპარაკდნენ თუ რამდენად შესაძლებელია ნაკრები მომდევნო შესარჩევზე კვლავ ვლადიმერ ვაისმა გაწვრთნას, ფაქტია სლოვაკის განწვრთნილი გუნდი ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვებას ვერ ახერხებს რაც დასაფიქრებელია.

თუმცა ვაისის გარდა რეალურად სხვა კანდიდატიც არ არსებობს , გუნდმა ბოლო წლებში ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელი გამოიცვალა თუმცა წარმატება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018