"ბარსას "საუკეთესო სტარტი ლა ლიგაში

15-12-2010, 22:33

"ბარსა" კვლავ აგრძელებს თავის ისტორიის წერას. წელს მან თავის ისტორიაში სეზონის სტარტიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა, რაც 15 მატჩში 13 მოგებასა, თითო-თითო ფრესა და წაგებაში აისახება.
დღემდე არასოდეს

წელს "ბარსელონამ" პირველად მოიპოვა 40 ქულა 15 მატჩის შემდეგ. როგორც უკვე ავღნიშნეთ "ბარსას" წელს 13 მოგება მხოლოდ და მხოლოდ 1 ფრე და 1 წაგება აქვს. ფრე 3 ოქტომბერს მალიორკასთან თამაშში(1-1) დაფიქსირდა ხოლო წაგება 11 სექტემბერს ერკულესთან (0-2).

მეტი ქულები

ამ სეზონის შედეგი ასევე ჯობია იმ სეზონის შედეგს, როდესაც ბარსამ ტრიპლეტი მოიგო(2008-2009) და ეს ფანტასტიკური სეზონი ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. მაშინ ბარსამ 15 თამაშში 12 მოიგო, 2ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო, რაც 38 ქულას შეადგენს. წელს ეს მაჩვენებელი გამუმჯობესებულია. შედეგთან ერთად "ბარსამ" წელს უფრო მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობს ვიდრე ეს იყო 2008/09 წლებში.

უკეთესი გოლების შეფარდება
წლევანდელი "ბარსა" შარშანდელ "ბარსას "არამხოლოდ ქულებით არამედ გოლების შეფარდებითაც ჯობნის. 2008 წლს "ბარსამ" 15 მატჩში 46 გოლის გატანა მოახერხა (მსგავსად წლევანდელისა), მათ თავიანთი კარების "მშრალად" შენახვა მხოლოდ 9 შემთხვევაში ვერ შეძლეს, რაც წლეს 1 სეივით არის გაუმჯობესებული, წელს ბარსამ 15 თამაშში მხოლოდ და მხოლოდ 8 ბურთი გაუშვა.
11 საუკეთესო დაწყება ლა ლიგაში

"ბარსა" (10/11): 40 ქულა (13მ, 1ფ, 1წ)
"მ.რეალი" (91/92): 39 ქულა (12მ, 3ფ)
"ბარსა" (09/10): 39 ქულა (12მ, 3ფ)
"მ.რეალი" (61/62): 39 ქულა (13მ, 2წ)
"მ.რეალი" (68/69): 39 ქულა (12მ, 3ფ)
"ბარსა" (08/09): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
"მ.რეალი" (60/61): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
"მ.რეალი" (32/33): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
"მ.რეალი" (10/11): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
"ბარსა" (04/05): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)
"ბარსა" (90/91): 38 ქულა (12მ, 2ფ, 1წ)

# 527ავტორი: beqa_beqa
წარმატებებს არ ვუსურვებ დანარჩენ შეხვედრებში
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით