დატოვებს თუ არა ჯაბა კანკავა ნაკრებს ? - ლევან კობიაშვილმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

დატოვებს თუ არა ჯაბა კანკავა ნაკრებს ? - ლევან კობიაშვილმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

13-10-2017, 01:06

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორ შეხვედრაში უარყოფითი შედეგის მიუხედავად ყველა ერთხმად აღნიშნავს ჯაბა კანკავას ბრწყინვალე თამაშს უელსისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ.

ჩვენი კაპიტანი უგუნდოდაა დარჩენილი, მაგრამ ამის მიუხედავად მას ფიზიკური მონაცემები ნამდვილად არ დაეწუნება და მოედანზეც უდავოდ საუკეთესო იყო, საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯაბამ შესაძლოა ნაკრები დატოვოს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ერთ-ერთ გადაცემაში ლევან კობიაშვილმაც გააკეთა, როგორც საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტმა განაცხადა ჯაბა მართლაც ფიქრობდა ეროვნული ნაკრების დატოვების შესახებ, მაგრამ მწვრთნელთან და თავად მასთან საუბრის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა და მომავალშიც განაგრძობს ნაკრების კაპიტნობას.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით