ფეხბურთი / ინგლისი / კალათბურთი / NBA
არც მესი, არც რონალდუ და არც ნეიმარი... ვინ არის საუკეთესო ბრაიანტის აზრით?

NBA-ის ხუთგზის ჩემპიონმა კობი ბრაიენტმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონიდან მიღო.

"ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" მატჩს დავესწარი, საიდანაც აღფრთოვანებული დავბრუნდი. "უემბლიზე" შექმნილი ატმოსფერო, მართლაც დასამახსოვრებელი იყო.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიმდინარე სეზონში საუკეთესო ჰარი კეინი იქნება. იგი ჯერ ახალგაზრდაა და შეუძლია კიდევ უკეთესი გახდეს.

დაუღალავად მუშაობას თუ გააგრძელებს, იმ დონემდე მივა, როგორზეც ახლა – კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი არიან"
, – აცხადებს კობი ბრაიანტი.











კომენტარის დამატება