კახა კალაძე - მარტივი კითხვა მაქვს, რა დააშავა კაშიამ?

კახა კალაძე - მარტივი კითხვა მაქვს, რა დააშავა კაშიამ?

31-10-2017, 14:33

მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავის ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი, - განაცხადა თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის კომენტირებისას.

კალაძის თქმით, მისთვის გაუგებარია მოთხოვნა, კაშიას ნაკრებიდან გარიცხვის შესახებ

"მარტივი კითხვა მაქვს, რატომ უნდა გაირიცხოს და რა დააშავა კაშიამ", -აღნიშნა კალაძემ.

არნემის "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების მცველ გურამ კაშია სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლაურით გავიდა. აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანი აღნიშნული სამკლაურით გამოვიდა.

წყარო : 1tv.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით