Image

მადრიდის "რეალის" წარუმატებლობის 5 მთავარი მიზეზი

ფეხბურთი / ესპანეთი 02-ნოე, 15:159 Sportnews 3123


















ისაუბრო გუნდის კრიზისზე, რომელმაც გასულ ორ სეზონში ძალიან ბევრი ტიტული მოიგო ცოტა რთულია, მაგრამ ფაქტია მადრიდის "რეალი" აშკარად ცუდ ფორმაშია, "სამეფო გუნდი" ლა ლიგაში "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგაზე კი 4 ტურის შემდეგ პირველი ადგილისთვის ბრძოლა დათმო.

Esport.Ge ეცდება "სამეფო გუნდის" წარუმატებლობის 5 მთავარი მიზეზის პოვნას.



5. ზაფხულში შემადგენლობის საგრძნობლად დასუსტება


მადრიდის "რეალის" წარუმატებლობის 5 მთავარი მიზეზი


მადრიდის "რეალმა" ზაფხულში დანილო, პეპე , მორატა და ხამესი გაუშვა, შეიძლება მათ გასულ სეზონში გადამწყვეტი როლი არ ეკავათ გუნდში, მაგრამ საკმაოდ საჭირო და საკვანძო მოთამაშეები იყვნენ. მიუხედავად ცოტა სათამაშო დროისა მორატამ წინა წელს საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანა , პეპე ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი სტაბილურობით, ხამესი კი გუნდს თავისი ენერგიულობით ეხმარებოდა, კოლუმბიელი მოედანზე ყოველთვის მოტივირებული ჩანდა , მათი ადგილი ზაფხულში ახლაგაზრდა ფეხბურთელებმა ვალეხომ , სებალიოსმა და მაიორალმა დაიკავეს, შეიძლება სამივე მათგანი საკმაოდ ნიჭიერები არიან, მაგრამ ფაქტია ამ ეტაპზე ისინი კონკურენციას იგივე ისკოს , ბენზემას და ვარანეს ვერ გაუწევენ , რის შედეგადაც ძირითადის ფეხბურთელები ნაკლებად მოტივირებულნი არიან.

4. მოტივაციის ნაკლებობა


მადრიდის "რეალის" წარუმატებლობის 5 მთავარი მიზეზი


"რეალში" დიდი ვარსკვლავები და პროფესიონალები თამაშობენ, მაგრამ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც წესი ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი ნაკლებად მოტივირებული ხდება, შეიძლება სწორედ ეს "სენი" შეეყარათ "რეალის" ფეხბურთელებს, აშკარააა, რომ იგივე ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში ისინი მოტივაციის ნაკლებობას განიცდიან.

3. კარვახალი და მარსელო


მადრიდის "რეალის" წარუმატებლობის 5 მთავარი მიზეზი


ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მადრიდის "რეალის" წარმატებაში დიდი წვრილი განაპირა მცველებს აქვთ, გასულ სეზონში მარსელომაც და კარვახალმაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს, ისინი იყვნენ დაცვაშიც და შეტევაშიც, ესპანელი და ბრაზილიელი დაცვაში სტაბილური და შეტევაში კი კიდევ უფრო კარგი თამაშით გამოირჩეოდნენ, მათ არაერთი მნიშვნელოვან გოლში მიიღეს მონაწილეობა, დღეს კი "რეალს" გულის პროპლემების გამო გაურკვეველი დროით კარვახალი გამოაკლდა, თავის მხრივ კი გუშინდელმა შეხვედრამ გვანახა, რომ მარსელო ცუდ ფორმაშია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



1 2







მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (347)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა