ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი
3 ფეხბურთელი, რომელთაც შესაძლოა მესი&რონალდოს ჰეგემონია დაამხონ

თითქმის უკვე 10 წელია რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ან ლიონელ მესი ხდება, ბოლოს ვინც მათ წინ ოქროს ბურთი მოიგო რიკარდო კაკა იყო და აგერ უკვე რამდენი ხანია პორტუგალიელს და არგენტინელს ჰეგემონი აქვთ დამყარებული.

2018 წლის იანვარში მორიგი ოქროს ბურთი მფლობელიც კვლავ ამ ორ ფეხბურთელს შორის გამოვლინდება, მეტი შანსი კრიშტიანუ რონალდუს აქვს, რომელმაც უკვე ფიფასგან დაიმსახურა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება,მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის ამ ორი ფეხბურთელის ჰეგემონიას.

უკვე შესაძლებელია, რომ 2019 წლიდან ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატები სხვა ფეხბურთელები იყვნენ, ეს ყველაფერი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, Esport.Ge ეცდება დაასახელოს ის სამი ფეხბურთელი, რომელნიც მომავალში შესაძლოა ოქროს ბურთის მფლობელები გახდნენ.

3. ჰარი კეინი

3 ფეხბურთელი, რომელთაც შესაძლოა მესი&რონალდოს ჰეგემონია დაამხონ


"ტოტენჰემის" ლიდერს მართლაც ძალიან კარგი სეზონი აქვს, 24 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია, გატანილი გოლების გარდა ის მოედანზე ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და სპორტული სამყარო უკვე მის საუკეთესოობაზე ალაპარაკდა, მაგალითად ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ კეინს ყველანაირი მონაცემები აქვს, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს, ინგლისელის თამაშით აღფრთოვანებულია ასევე ლეგენდარული დიეგო მარადონა. კეინის შესანიშნავი თამაშის და მონდომების მიუხედავად მას გაუჭირდება "ტოტენჰემის" შემადგენლობაში ოქროს ბურთისთვის იბრძოლოს, სავარაუადოა, რომ ამისთვის მას რომელიმე დიდ გრანდში გადასვლა მოუწიოს, მის მიმართ ყველაზე დიდი ინტერეს კი "რეალი" იჩენს, "სამეფო გუნდი" მიდრეკილია ისეთი ფეხბურთელების ყიდვისკენ, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესო ხდებიან. ესპანეთში გადაბარგების შემთხვევაში წესით ჰარის შანსები ოქროს ბურთი მოგებისთვის ბრძოლაში უნდა გაიზარდოს.


2. კილიან მბაპე

3 ფეხბურთელი, რომელთაც შესაძლოა მესი&რონალდოს ჰეგემონია დაამხონ


კილიან მბაპე ჯერ მხოლოდ 18 წლისაა თუმცა ის უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და მისი თამაშის შემხედვარე ნამდვილად ვერ გამოიცნობ მის ასაკს, გასულ ზაფხულს ფრანგმა "მონაკო" დატოვა და "პსჟ-ს" მიაშურა, პარიზული გუნდი ახლა ყველა ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტია,რამდენიმე კვირის წინ მბაპე უკვე დაესაკუთრა "გოლდენ ბოის" ტიტულს, თუ მბაპე შეძლებს გუნდში მთავარი ლიდერი გახდეს და პარიზელებიც მოიგებენ ტიტულებს მას უკვე შეეძლება ოქროს ბურთის მოგებისთვის იბრძოლოს, მოიგებს ის ოქროს ბურთს თუ არა მომავალში გავიგებთ, მაგრამ ფაქტია მას ამისთვის ყველანაირი მონაცემები აქვს.


1. ნეიმარი

3 ფეხბურთელი, რომელთაც შესაძლოა მესი&რონალდოს ჰეგემონია დაამხონ


რონალდუსა და მესის შემდეგ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი ბოლო რამდენიმე წელია როგორც წესი ნეიმარია, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" მესის ჩრდილიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, ამიტომ მან საფრანგეთს მიაშურა. ნეიმარი "პსჟ-ში" გადასვლისთანავე გახდა გუნდის ლიდერი, მართალია მას პრობლემები ახალ გუნდში იგივე კავანისთანაც შეექმნა, მაგრამ ის კლუბის მეპატრონეს რჩეულია , რაც მას დამატებით პრიორიტეტებს ანიჭებს. ახლა ნეიმარს ბურთიც აქვს და მოედანიც რათა დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა, ნეიმარი უკვე არის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ვნახოთ გახდება თუ არა ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე.










კომენტარის დამატება