ოფიციალურად: ვლადიმერ ვაისის მომავალი ცნობილია

ოფიციალურად: ვლადიმერ ვაისის მომავალი ცნობილია

9-11-2017, 18:08

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვიპროსთან და ბელარუსთან ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.

სპეციალისტმა თავის მომავალზეც ისაუბრა და დაადასტურა ინფორმაცია, რომ კიდევ ორი წლით კვლავ საქართველოს ნაკრებს გაწვრთნის.

"რაც შეეხება ჩემს მომავალს – უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დავრჩები"-განაცხადა პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსნეებთ, რომ გულშემატკივართა ნაწილი მის გაშვებას მოითხოვდა, თუმცა ის კვლავ გაწვრთნის ეროვნულ ნაკრებს.

სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით