ზიდანმა პერესს ზაფხულში გაშვებული ფეხბურთელის დაბრუნება სთხოვა

ფეხბურთი / საფრანგეთი / ტრანსფერები 10-ნოე, 12:539 Sportnews 5449 0






ზინედინ ზიდანს მიიჩნევს, რომ "რეალს" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერება სჭირდება, გუნდს აშკარა პრობლემები ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე აქვს.

კარიმ ბენზემა ძალიან ცუდ ფორმაშია, "რეალში" გადასვლის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი აქვს კრიშტიანუ რონალდუსაც, პორტუგალიელს და ფრანგს 11 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 1-1 გოლი აქვთ გატანილი, ამიტომ ზიდანს ახალი ფეხბურთელი სჭირდება შეტევაში.

ფრანგმა თხოვნით მიმართა ფლორენტინო პერესს, რომ ზაფხულში "ლიონში" გაშვებული მარიანო დიაზი უკან დააბრუნოს. ფეხბურთელი საფრანგეთში ბრწყინვალე სეზონს ატარებს, მის ანგარიშზე უკვე 9 გატანილი გოლია.

მარიანოს დაბრუნების შემთხვევაში მას გუნდის დახმარება ჩემპიონთა ლიგაზეც შეეძლება, შეგახსენებთ, რომ ფორვარდი ზაფხულში "რეალმა" 8 მილიონად გაყიდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018