კასილასმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა

კასილასმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა

11-11-2017, 17:20

ყველასათვის ცნობილი ესპანელი მეკარე, იკერ კასილასი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ინტერვიუს ერთ-ერთ უცხოურ სპორტულ გამოცემას აძლევს.

" ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, თუ როდის დავასრულებ საფეხბურთო კარიერას, მაგრამ ფეხბურთში დარჩენა ძალიან მინდა. არ ვიცი ეს რა ხერხით მოხდება, თუმცა მე ფეხბურთში კვლავ დავრჩები. "

" ამ სპორტმა ძალიან ბევრი მომცა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, თუმცა დადებითი უფრო ბევრი მახსენდება, ვიდრე უკანასკნელი. "


36 წლის გოლკიპერმა გადაწყვიტა, რომ კარიერა მხოლოდ მაშინ დაასრულოს, როდესაც ამას ჯიჯი ბუფონი გააკეთებს.

" თუ ბუფონმა 40 წლამდე მიაღწია და თანაც ისე, რომ ის კვლავ შესანიშნავ ფორმაშია, ამის გაკეთება მეც შემიძლია. წინ ჯერ კიდევ რამდენიმე წელია, თუმცა შესაძლოა აქამდე ბევრი რამ შეიცვალოს. "

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით