Image

SOS!!! - ყველანი "დინამო არენაზე"

ფეხბურთი / საქართველო 26-ნოე, 01:009 Sportnews 9015



















საქართველოში ფეხბურთი, რომ ცუდ დღეშია, ახალი ამბავი სულაც არ არის, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, განსაკუთრებით მძიმე კი ძალიან სუსტი ეროვნული ჩემპიონატია.

მაგრამ მაშინ, როდესაც თითოეულ ქართველს გული შესტკივა ამ ვითარების გამო, საინტერესოა რას აკეთებს თავად გულშემატკივარი? - და აი იქნებ სწორედ ეს ის ისტორიული მომენტია, როდესაც ბევრი რამე თავად გულშემატკივარმა უნდა შეცვალოს სასიკეთოდ.

კვირას 26 ნოემბერს 17:00 საათზე "დინამო არენაზე" ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთმანეთს "დინამო" და "ტორპედო" ხვდებიან, თბილისური გუნდი ქუთაისურ გუნდს 2 ქულით უსწრებს, ჩემპიონობისთვის მასპინძლებს ფრეც აძლევთ ხელს, აი სტუმრებს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

დიდი ხანია ჩვენ ჩემპიონატში ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა არ ყოფილა, ჩემპიონობის ბედი უშუალოდ ერთ შეხვედრაში წყდება, შესაძლებელია ეს ჩვენი შანსია, რომ პირველად ეროვნული ჩემპიონატის თამაში "დინამო არენაზე" ცარიელი ტრიბუნების ფონზე არ წარიმართოს.

ბილეთის ფასი სულ რაღაც 2 ლარია, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ გამონახოთ ის 2 საათი და დრო დაუთმოთ იმ საქმეს, რომელიც გამუდმებით გვტკივა, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად , მოუწოდეთ მეგობრებს, ჩაკიდეთ ხელი ოჯახის წევრებს და ყველანი დავესწროთ ამ პრინციპულ შეხვედრას , ჩვენც შეგვიძლიათ შევქმნათ ისეთი ატმოსფერო როგორიც ესპანეთში, ინგლისში , გერმანიაში და სხვა ქვეყნებშია. დიახ სწორედ შენ, რომელიც ახლა კითხულობ ამ წინადადებას შეგიძლია უპრეცედენტო მოვლენა დააფიქსირო ეროვნულ ჩემპიონატში და სწორედ შენ შეცვალო სასიკეთოდ ქართული ფეხბურთის ბედი.

თუ ვერ მოდიხართ სტადიონზე , გაავრცელეთ ეს ინფორმაცია მაინც, შეცვალე ისტორია!


SOS!!! - ყველანი "დინამო არენაზე"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (347)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა