Image

5 ფეხბურთელი, რომელიც "რეალს" არ უნდა გაეშვა

ფეხბურთი 27-ნოე, 17:079 Sportnews 2466


















მადრიდის "რეალს" ბევრჯერ უნანია ამა თუ იმ ფეხბურთელის გაშვების გამო , გთავაზობთ 5 ფეხბურთელს, რომელნიც "რეალს" არ უნდა გაეშვა.

5. სამეულ ეტოო

ფორვარდი "რეალის" აკადემიის ფეხბურთელი იყო, ძირითად გუნდშიც ჰქონდა დებიუტი მაგრამ შემდეგ მადრიდულმა გრანდმა ის "მალიორკაში" გაუშვმა, ეტოო "მალიორკადან" "ბარსელონაში" აღმოჩნდა, კატალონიელთა რიგებში კამერუნელმა არაერთხელ ანანა "სამეფო გუნდს" მისი გაშვება.

4. კლოდ მაკელელე

ფლორენტინო პერესის კიდევ ერთი დიდი შეცდომა, რომელიც თავად ზინედინ ზიდანმა ჯერ კიდევ ფეხბურთელების დროს აღნიშნა, ფრანგი აცხადებდა, რომ ჩვენ შეიძლება გვყავდეს სუპერ შეტევა, მაგრამ გუნდიდან ხერხემლის გაშვება არ შეიძლებოდა. "რეალმა" ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაკელელეს სათანადო შემცვლელი ვერ იპოვნა.

3. ვესლი სნეიდერი

ჰოლანდიელი "რეალში" გადასვლის პირველივე წელს გუნდს ძალიან კარგად შეეწყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო, მაგრამ ფლორენტინო პერესის მეორედ მოსვლისა და ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ სნეიდერი სატრანსფერო პოლიტიკამ შეიწირა. "რეალიდან" გაშვებულმა სნეიდერმა წარმოუდგენლად კარგი სეზონი ჩაატარა "ინტერში" და შემდეგ უკვე ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ძალიან ახლოს იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან.

2. არიენ რობენი

იკერ კასილას დღესაც მიაჩნია, რომ რობენის გაშვება გუნდიდან შეცდომა იყო, არიენმა იგივე ბედი გაიზიარა რაც მისმა თანამემამულემ ვესლი სნეიდერმა , თუმცა რობენის გაშვების ერთ-ერთ მიზეზად მის ხშირ ტრავმიანობასაც ასახელებს ფლორენტინო პერესი.

1. ანხელ დი მარია

ბოლო დროის "რეალის" გულშემატკივრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია იყო, არგენტინელი გამორჩეული იყო თავისი ტექნიკით და შრომისუნარიანობით, დი მარიამ თავად გამოთქვა სურვილი გუნდის დატოვების, თუმცა ყველამ იცის , რომ "რეალმა" არც კი სცადა მისი შენარჩუნება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (344)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა