100 მილიონი!!! - "რეალი" სუპერ ფორვარდის ყიდვას იანვარშივე ეცდება

100 მილიონი!!! -

2-12-2017, 13:08

ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იანვარში გუნდის გაძლიერებას გეგმავს და მზად არის ამისთვის საკმაოდ დიდი თანხაც დახარჯოს.

პერესის მთავარი სამიზნე მილანის "ინტერის" ფორვარდის მაურისო იკარდის ყიდვაა , "სამეფო გუნდი" მზად არის 24 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადოს.

რამდენიმე დღის წინ თავად ფეხბურთელის მეუღლემ ვანდა ნარამაც , რომელიც ამავდროულად იკარდის აგენტია, დაადასტურა "სამეფო გუნდის" დაინტერესების შესახებ ინფორმაცია.

იკარდი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია და მიმდინარე სეზონში იტალიის სერია ა-ში 14 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით