ფეხბურთი / ესპანეთი / არგენტინა
არგენტინის მთავარი მწვრთნელი: "ის საუცხოო მოთამაშეა, მაგრამ არა საუკეთესო..."

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ საუცხოო მოთამაშეა, მაგრამ ლიონელ მესი ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

მთავარი მწვრთნელის მოსაზრებით, მიუხედავად იმ არაჩვეულებრივი შესაძლებლობებისა, რასაც რონალდუ ფლობს, მესი მაინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რჩება.

„კრიშტიანუ რონალდუ არაჩვეულებრივი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.“ - განუცხადა სამპაოლიმ „ომნისპორტს“.

არგენტინის მთავარი მწვრთნელი: "ის საუცხოო მოთამაშეა, მაგრამ არა საუკეთესო..."








კომენტარის დამატება