ედენ აზარი მადრიდის "რეალისგან" შემოთავაზებას ელის

ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 05-დეკ, 17:279 GioToServe 421 0





„ჩელსისა“ და ედენ აზარს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი დროებით შეფერხდა იმდენად, რამდენადაც „ლურჯების“ ვარსკვლავი მადრიდის „რეალისგან“ ელის შემოთავაზებას. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს „The Times”.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსი“ მზადაა იმისათვის, რომ აზარს კვირაში 340,000 ევრო გადაუხადოს, რაც მას ინგლისური კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

აზარი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. მას „ჩელისში“ კიდევ შეუძლია ორნახევარი წლის განმავლობაში დარჩეს. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მადრიდის „რეალს“ უფრო მეტად გაუჭირდება ფეხბურთელის სამეფო კლუბში გადმოყვანა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა არაერთგზის აღნიშნა, რომ მადრიდის "რეალში" თამაში მისი ოცნებაა.

ედენ აზარი მადრიდის "რეალისგან" შემოთავაზებას ელის



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა